ბრენდონ ინგრემი, სი ჯეი მაკკოლუმი, იონას ვალანჩუნასი, სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

20 ქულა და პირადი რეკორდი | მამუს საუკეთესო მატჩი სან ანტონიოს რიგებში

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მორიგ სათამაშო დღეს, სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო სპურსი“ პლეი ინის ტურნირში მოსახვედრად მებრძოლ „ნიუ ორლეან პელიკანსს“ დაუპირისპირდა. ტექსასელები სტუმრის რანგში იყვნენ, გუნდის ლიდერები, ზაკ კოლინსი, კელდონ ჯონსონი, დევინ ვესელი და ჯერემი სოხანი აკლდათ და უშანსოდ წააგეს - 84:119.

„სან ანტონიოს“ ლეგენდარულმა მთავარმა მწვრთნელმა, გრეგ პოპოვიჩმა „მამუ“ სასტარტო ხუთეულში დააყენა და ქართველი კალათბურთელი თავის გუნდში საუკეთესო იყო. მამუკელაშვილმა პარკეტზე 25 წუთი და 20 წამი გაატარა და აქტივში 20 ქულა, 5 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 3 ჩაჭრა ჩაიწერა.

სანდრომ 8-დან 4 ორქულიანი ჩააგდო, 6-დან 3 სამქულიანი გამოიყენა და 3-დან 3 საჯარიმო მოათავსა. 20 ქულა მისთვის მიმდინარე რეგულარულის საუკეთესო შედეგია, 3 ჩაჭრა კი - პირადი რეკორდი. აქამდე, მამუკელაშვილს ყველაზე მეტი ჩაჭრა (2) „ტორონტო რეპტორსის“ წინააღმდეგ ჰქონდა გაფორმებული. სანდროს პასივში 2 დაკარგვა და 1 ჯარიმა იყო.

გეტყვით იმასაც, რომ „მამუს“ გარდა, 15-15 ქულით დევონტე გრეჰემი და ტრე ჯონსი გამოირჩნენ, კეიტა ბეითს-დიოპს კი 12 ქულა ჰქონდა. „ნიუ ორლეანის“ რიგებში საუკეთესო ბრენდონ ინგრემი იყო - 32 ქულა, 4 მოხსნა, 7 ასისტი, იონას ვალანჩუნასმა 19 ქულა, 15 მოხსნა და 5 ასისტი გააკეთა, ხოლო სი ჯეი მაკკოლუმი 15 ქულას დასჯერდა.

ამრიგად, „სან ანტონიოს“ 19 მოგება და 53 წაგება აქვს და დასავლეთ კონფერენციაში მე-14 გახლავთ. „სპურსის“ მომდევნო გაჩერება „მამუს“ ყოფილი გუნდი, „მილუოკი ბაქსია“, რომელთანაც მატჩი 23 მარტს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რატომ არ იბადებიან კვარაცხელიები იტალიაში?“ - დი ლორენცოს პასუხი
„რატომ არ იბადებიან კვარაცხელიები იტალიაში?“ - დი ლორენცოს პასუხი