თორნიკე შენგელია, გიორგი შერმადინი
Aa
Aa

MVP-ს ტიტულთან ახლოს - FIBA-მ 5-ეულში ორი ქართველი შეიყვანა

FIBA-მ 2023 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლის ევროპული ზონის სიმბოლურ ხუთეულში თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინი შეიყვანა. FIBA-მ საუკეთესოთა გამოსავლენად ექსპერტთა აზრი გაითვალისწინა. კერძოდ, საუკეთესოები ჯეფ ტეილორმა, დევიდ ჰეინმა და იგორ ჩურკოვიჩმა დაასახელეს.

ჯეფ ტეილორი: გიორგი შერმადინი (საქართველო), მარკო სპისუ (იტალია), ხაიმე ფერნანდესი (ესპანეთი), რიჰარდს ლომაზსი (ლატვია), ვიქტორ ვემბანიამა (საფრანგეთი)

დევიდ ჰეინი: გიორგი შერმადინი, ვიქტორ ვემბანიამა, ზიგა სამარი (სლოვენია), სასუ სალინი (ფინეთი), ნიკო მანიონი (იტალია)

იგორ ჩურკოვიჩი: თორნიკე შენგელია (საქართველო), ვიქტორ ვემბანიამა, მარკო სპისუ, იოჰანეს ვოიგტმანი (გერმანია), მარკო გუდურიჩი (სერბეთი).

დასკვნითი საკვალიფიკაციო ეტაპის საუკეთესო კალათბურთელის გამოვლენაში ქომაგებიც მონაწილეობენ. მათ ხმის მიცემა FIBA-ს ოფიციალურ ვებგვედზე შეუძლიათ (აქ).

ამ ეტაპზე თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინი პირველ-მეორე პოზიციებს იკავებენ. უდიდესი ალბათობით, MVP-ის ტიტულს ქართველი მოიგებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რენდლის 57-ქულიანი მატჩი | მისმა გუნდმა მაინც წააგო
რენდლის 57-ქულიანი მატჩი | მისმა გუნდმა მაინც წააგო