ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ხვიჩა პირად რეკორდს აუმჯობესებს! - Transfermarkt-ზე მისმა ფასმა ისევ მოიმატა

საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულება Transfermarkt-ის მონაცემების მიხედვით 25 მილიონი ევროთი გაიზარდა და ახლა 85 მილიონ ევროს შეადგენს.

შესაბამისად, ხვიჩამ ქართველ ფეხბურთელებს თავისივე დამყარებული რეკორდი გააუმჯობესა. ბოლო მონაცემებით, რომელიც პორტალზე 11 ნოემბერს განახლდა, კვარაცხელიას ღირებულება 60 მილიონი ევრო იყო.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ ქართველი შემტევი მიმდინარე სეზონის დასაწყისში, ბათუმის „დინამოდან“ 10 მილიონ ევროდ შეიძინა.

აქვე გეტყვით, რომ „ნაპოლიში“ დებიუტის დღიდან ხვიჩა კვარაცხელიამ გუნდის მაისურით ყველა ტურნირზე 30 შეხვედრა ჩაატარა, რომელშიც 14 გოლი გაიტანა და 16 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ევროპულ მედიაში აქტიურად იწერება სხვადასხვა გრანდების მხრიდან ქართველი ფეხბურთელით დაინტერესების შესახებ და ვრცელდება ინფორმაცია სხვადასხვა სატრანსფერო ფასებზეც, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენად აფასებს „ნაპოლი“ 22 წლის შემტევს. იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კლუბის პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი ხვიჩას სანაცვლოდ მინიმუმ 120 მილიონ ევროს მოითხოვს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
CalcioNapoli: “ხვიჩასთან ერთად ნაპოლი ყველა მატჩს 1:0-ით იწყებს“
CalcioNapoli: “ხვიჩასთან ერთად ნაპოლი ყველა მატჩს 1:0-ით იწყებს“