ნიკოლოზ ბასილაშვილი
Aa
Aa

მარცხი 164-ე ნომერთან - ბასილაშვილი მაიამის მასტერსზე არ იქნება

ATP-მ რეიტინგი განაახლა და ნიკოლოზ ბასილაშვილი 14 საფეხურით დაქვეითდა. ქართველი ჩოგბურთელი ახლა 446 ქულით 132-ე ადგილს იკავებს. ეს კი მის კარიერაში მეორე ყველაზე ცუდი შედეგია.

აქამდე, ბასილაშვილის ყველაზე უარესი შედეგი 2015 წელს ფიქსირდებოდა რა დროსაც ის ATP რეიტინგის 153-ე ადგილზე იმყოფებოდა.

31 წლის ქართველის სიტუაცია იმდენად მძიმეა, რომ სხვადასხვა ტურნირებზე გასასვლელად კვალიფიკაციის გავლა უწევს. მაგალითად, უახლოეს პერიოდში მაიამის მასტერსი დაიწყება, სადაც ბასილაშვილი ძირითად ბადეში არ იმყოფება.

ნიკოლოზი შესარჩევ ეტაპზე ბრაზილიელ ფელიპე ალვეშს დაუპირისპირდა და სამ სეტში 4:6 6:1 1:6 დამარცხდა. აქედან გამომდინარე, ბასილაშვილი მაიამის მასტერსზე ვერ იასპარეზებს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები