Aa
Aa

VIDEO: ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის მატჩების მიმოხილვა

2017/2018 წლების ჩემპიონთა ლიგის ტურნირზე მონაწილე ყველა გუნდის ვინაობა ცნობილია.

გუშინ ღამით, პლეი-ოფების დასკვნითი მატჩები გაიმართა.

რა თქმა უნდა, ყველაზე დიდ ინტერესს „ლივერპულისა“ და „ჰოფენჰაიმის“ დაპირისპირება იწვევდა.

„მერსისაიდელებმა“ თავიდანვე აქტიურად დაიწყეს. მატჩის მე-10 წუთზე სადიო მანეს ეფექტური გადაცემის შემდეგ ემრე ჩანმა ანგარიში გახსნა.

„წითლებმა“ მე-18 წუთისთვის სხვაობა ორამდე გაზარდეს. ჟორჟინიო ვინალდუმის დარტყმის შემდეგ ბურთი ძელს მოხვდა, დასწრებაზე კი მოჰამედ სალაჰმა ყველას დაასწრო და გატანაც არ გასჭირვებია.

21-ე წუთისთვის შეხვედრას აზრი საბოლოოდ დაეკარგა. მანე-ფირმინო-ჩანის ულამაზესი კომბინაცია, ამ უკანასკნელის გოლით დასრულდა.

პირველ ნახევარში სტუმრებმა ერთი ბურთის გაქვითვა მოახერხეს. მარკ უტმა, მინოლეს შორეულ დაბალ კუთხეში გაუტანა.

63-ე წუთზე „ჰოფენჰაიმის“ მცველების უყურადღებო თამაშით ჯორდან ჰენდერსონმა ისარგებლა და ფირმინოსთან ერთად მეკარესთან ერთი-ერთზე გავიდა. ინგლისელმა ჭკვიანურად იმოქმედა და ბრაზილიელსაც გატანა არ გასჭირვებია.

შეხვედრის 79-ე წუთზე სანდრო ვაგნერის თავური დარტყმის შემდეგ, ტაბლოზე საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა.

ორი მატჩის ჯამში „ლივერპულმა“ 6-3 გაიმარჯვა და ჩემპიონთა ლიგას დაუბრუნდა.

***

მოსკოვში, „ცსკა“-მ „იანგ ბოიზს“ უმასპინძლა და ორი უპაუსხო გოლი გაუტანა.

პირველი ტაიმის მუწურულს, საჯარიმოში ჩაწოდების შემდეგ შვეიცარიელთა დაცვამ პოზიციური შეცდომა დაუშვა, რითიც გიორგი შენნიკოვმა ისარგებლა და ანგარიში გახსნა.

64-ე წუთზე, საჯარიმოში მოხდენილი მოძრაობით ალან ძაგოევმა მეტოქის მცველებისგან თავი დაიხსნა და ანგარიშში სხვაობა ორამზე გაზარდა.

ვიქტორ გონჩარენკოს გუნდმა ორი მატჩის ჯამში 3-0 გაიმარჯვა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზური მოიპოვა.

***

ბუქარესტში „სტიაუამ“ ლისბაონის „სპორტინგს“ უმასპინძლა და მოულოდნელად დიდი ანგარიშით 1-5 დამარცხდა.

ანგარიში მე-13 წუთზე სეიდუ დუბმიამ გახსნა. კოტ დივუარელმა ფორვარდმა რუმინელი მცველების უყურადღებობით ისარგებლა თავისიანები დააწინაურა.

მასპინძლებმა ანგარიში მე-20 წუთზე გაათანაბრეს. ჟერემი მატიემ პოზიცია დაკარგა. სახიფათო დარტყმული მეკარემ უხერხულად მოიგერია, შემდეგ კი გამოვარდნილ ბურთზე ყველას ჟუნიორ მორაეშმა დაასწრო.

მე-60 წუთზე რუმინელთა დაცვა ისევ ჩავარდა, რითიც მარკოს აკუნიამ ისარგებლა და თავისიანები წინ გაიყვანა.

ოთხი წუთის შემდეგ, პორტუგალიელთა კონტრშეტევა, ჟელსონ მარტინშის ლამაზი გოლით დასრულდა. ახალგაზრდა გარემარბმა მოხდენილი დარტყმით შორეულ კუთხეში გაიტანა.

75-ე წუთზე, მარტინში ამჯერად ასისტენტის როლში მოგვევლინა. ჟელსონმა ბას დოსტი მეკარესთან ერთი-ერთზე დატოვა, ჰოლანდიელს კი გატანა არ გასჭირვებია.

88-ე წუთზე, ფაბიო კოენტრაოს აქტიურობას მე-5 გოლი მოჰყვა. ბას დოსტის დარტყმულს ბატალიამ დაამატა და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ჟორჟე ჟსუსის გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე დამსახურებულად ითამაშებს.

***

რაც შეეხება სხვა შეხვედრებს. „კოპენჰაგენმა“ „ყარაბაღს“ უმასპინძლა.

დანიელებმა შეხვედრა 2-1 მოიგეს, თუმცა აზერბაიჯანში     0-1 ჰქონდათ წაგებული და მეტოქის მოედანზე გატანილი გოლის უპირატესობის გამო, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გურბან გურბანოვის გუნდი ითამაშებს.

***

პრაღაში „სლავიამ“ კვიპროსულ „აპოელს“ უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ 0-0 დასრულდა,

კვიპროსელებს საკუთარ მოედანზე 2-0 ჰქონდათ მოგებული და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზური ხელიდან აღარ გაუშვიათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები