ჰოლანდი დააჯარიმეს
ჰოლანდი დააჯარიმეს
რეალი მეოთხედფინალშია
რეალი მეოთხედფინალშია
კონტრაქტს ახანგრძლივებს
კონტრაქტს ახანგრძლივებს
ჰოლანდშოუ
ჰოლანდშოუ
რა სანქციები ემუქრება ბარსას
რა სანქციები ემუქრება ბარსას
მერაბი VS იანი ახლოვდება
მერაბი VS იანი ახლოვდება
კვარას რეკორდი
კვარას რეკორდი
გუტის საჩუქარი ხვიჩას
გუტის საჩუქარი ხვიჩას
მილანი მეოთხედფინალშია
მილანი მეოთხედფინალშია
პსჟ დამარცხებულია
პსჟ დამარცხებულია
ჩელსი მეოთხედფინალშია
ჩელსი მეოთხედფინალშია
FIFA THE BEST
FIFA THE BEST
ჰაკიმი სკანდალში გაეხვა
ჰაკიმი სკანდალში გაეხვა
ფლუმინენსეში დაბრუნდა
ფლუმინენსეში დაბრუნდა
დე ლაურენტისი კვარაზე
დე ლაურენტისი კვარაზე
მამარდას 5 სეივი
მამარდას 5 სეივი
რას ამბობს კოსტაკურტა კვარაზე
რას ამბობს კოსტაკურტა კვარაზე
ილიამ იცის, რომ კონორს გაანადგურებს
ილიამ იცის, რომ კონორს გაანადგურებს
ჯორდანის ძალიან მაგარი ჟესტი
ჯორდანის ძალიან მაგარი ჟესტი
გოგა ინდიანაში აღარ ითამაშებს
გოგა ინდიანაში აღარ ითამაშებს
„ნომერ პირველი აბსურდი“ - გამოხმაურებები დოლიძის საკამათო მარცხზე
Aa Aa
19 მარტი 2023  |  03:18

„ნომერ პირველი აბსურდი“ - გამოხმაურებები დოლიძის საკამათო მარცხზე

UFC 286-ზე რომან დოლიძე იტალიელ მარვინ ვეტორისთან მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა, თუმცა მსაჯთა გადაწყვეტილება საკამათო იყო. ერთ-ერთმა არბიტრმა სამივე რაუნდში გამარჯვებულად ვეტორი დაასახელა, რამაც საერთო გადაწყვეტილება დიდი გავლენა მოახდინა (29-28, 29-28, 30-27).

მარცხის შემდეგ რომან დოლიძემ Twitter-ში დაწერა: „მადლობა თანადგომისთვის, დანარჩენი თქვენით განსაზღვრეთ. მადლობა ყველას“.

კანადური TSN Sports-ის რეპორტიორი აარონ ბრონსტეტერი: „გულწრფელად ვამბობ, როცა გავიგე 30-27, ვიფიქრე, რომ დოლიძემ მოიგო“.

MMAFighting.com-ის რედაქტორის მოადგილე შაჰეენ ალ-შატი: „გამარჯვება დოლიძეს მივანიჭე, მეგონა მოიგო. დაძაბული ბრძოლა იყო, ორივეს შეეძლო გამარჯვება, ვეტორის 29:28 გასაგებია, მაგრამ 30:27? კარგი რა“.

UFC-ის ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი: „რომან გილოცავ, ვამაყობ შენით“.  მცირე ხნის შემდეგ დვალიშვილმა დაწერა და მიანიშნა, რომ იცოდა გამარჯვებას იტალიელს მიაკუთვნებდნენ: „ეს ნომერ პირველი აბსურდია. ამას Twitter-ში ვწერ ვიდრე გამარჯვებულს გამოაცხადებენ“.

Facebook-ში დვალიშვილმა დოლიძეს ფოტოზე შემდეგი კომენტარი დაუწერა: „რომან, ეს ბრძოლა შენ მოიგე“.

შეგახსენებთ, რომან დოლიძემ UFC-ში მერვე ბრძოლა გამართა. მის ანგარიშზე 6 გამარჯვება და 2 მარცხია. იტალიელთან შეხვედრამდე ზედიზედ 4 ბრძოლა მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
მსაჯთა საკამათო გადაწყვეტილება - დოლიძე მარვინ ვეტორისთან დამარცხდა
მსაჯთა საკამათო გადაწყვეტილება - დოლიძე მარვინ ვეტორისთან დამარცხდა