დანი ალვეში
Aa
Aa

განადგურებულია და არაფერს ჭამს | როგორ მდგომარეობაშია დანი ალვეში

დანი ალვეშის მეუღლემ, ჟოანა სანსმა განქორწინების შესახებ ოფიციალურად განაცხადა. ესპანური პრესის ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილებამ ბრაზილიელ ფეხბურთელზე დიდი გავლენა იქონია და ალვეში განადგურებულია.

Cuatro al Dia-ს ცნობით, დანი ნერვიულობს და მას შემდეგ, რაც განქორწინების შესახებ შეიტყო, იყო რამდენიმე დღე, როცა არაფერი უჭამია. ალვეში სხვა პატიმრებთან საუბრისას აღნიშნავდა, რომ მეუღლეს ძალიან უყვარდა და მხარს უჭერდა. იგი არ ელოდებოდა, რომ სანსი ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა და ძალიან ნერვიულობს.

შეგახსენებთ, რომ დანი ალვეშს შეიძლება 4-დან 12 წლამდე პატიმრობა მიესაჯოს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ბრაზილიელ ფეხბურთელს გაუპატიურებაში დამნაშავედ ცნობენ. იგი გირაოს გარეშე დააკავეს. მოსამართლემ ჩათვალა, რომ ალვეშს საკმარისი ფინანსური რესურსი ჰქონდა, რათა მიმალულიყო.

რატომ დააკავეს ალვეში

ალვეში სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს და მისი მსხვერპლი 23 წლის გოგონაა. დანაშაული ღამის კლუბ Sutton-ში, 30 დეკემბერს მოხდა. ალვეში ბრალდებებს უარყოფს და ჩვენება რამდენჯერმე შეცვალა. რამდენიმე გამოცემის ინფორმაციით, სასამართლოს აქვს სამხილები, რათა მას ბრალი დაუმტკიცოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სპალეტი: წილისყრაში გაგვიმართლა? ამას მხოლოდ არაკომპეტენტურები ამბობენ
სპალეტი: წილისყრაში გაგვიმართლა? ამას მხოლოდ არაკომპეტენტურები ამბობენ