სპალეტი: წილისყრაში გაგვიმართლა? ამას მხოლოდ არაკომპეტენტურები ამბობენ
ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შემდეგ, ლუჩანო სპალეტიმ პრესასთან ისაუბრა და „მილანთან“ მოახლოებული დაპირისპირება შეაფასა.
„აინტრახტის წინააღმდეგაც რთული იყო, რადგან როდესაც ყველა ამბობს, რომ თქვენ უკვე ეს ეტაპი გაიარეთ, ეს გუნდს საშინელ დაძაბულობას უქმნის, რადგან ყველა თავისთავად თვლის და შემდეგ სიტუაცია რთულდება. მეოთხედფინალში გასვლა დიდი ბედნიერება იყო, რადგან ეს ჩვენი მიზანი გახლდათ.
მილანი? მერჩივნა იტალიურ გუნდს არ შევხვედროდით. კარგ წილისყრა იყო? ამაზე მხოლოდ არაკომპეტენტურები საუბრობენ. მილანი, ეს ჩემპიონთა ლიგაა. მხოლოდ მალდინიმ თასი 5-ჯერ მოიგო. ამ დღეებში წავიკითხე, რომ პსჟ და სიტი მთელი ტურნირის გასავლელად მთელი ძალებით იბრძოდნენ, რადგან მათ გამოცდილება აკლდათ. თუ, ეს ასეა და სიმართლეა, მაშინ მილანი ფინალის მოგების ფავორიტია. გუნდი, რომელმაც ტოტენჰემი გამოაგდო. ამიტომ ჩვენ ობიექტურები უნდა ვიყოთ.
ვინ ამბობს, რომ ჩვენ ტურნირზე მარტივი ბადე შეგვხვდა? და ეს არ ეხება მილანს, ინტერსა და ბენფიკას? შეფასებებში დაბალანსებულები უნდა ვიყოთ.
ჩვენ მილანს კარგად ვიცნობთ. გუნდი, რომელმაც რთული მომენტები გადალახა. მე მათ მუდმივ ზრდას ვხედავ, მათი მწვრთნელის ოსტატობის წყალობით. ჩვენ დიდ მეტოქეს ვხვდებით და ვინც მოედანზე თამაშს უკეთ წაიკითხავს, ის გაიმარჯვებს. მილანი ყველა თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი მეტოქეა. ისინი ფავორიტები არიან“.
შეგახსენებთ, რომ პირველი მეოთხედფინალური მატჩი „სან სიროზე“ 4 აპრილს გაიმართება, განმეორებითი კი 18 აპრილს „დიეგო მარადონაზე“.