გიორგი წიტაიშვილი, ნიკა კვეკვესკირი, პოზნანის ლეხი
Aa
Aa

წიტაიშვილმა კონფერენს ლიგის მატჩი მაღალი ტემპერატურის გამო გამოტოვა

CrystalSport-ის ცნობით, გიორგი წიტაიშვილმა „დიურგარდენთან“ შეხვედრა მაღალი ტემპერატურის გამო გამოტოვა. ფეხბურთელი მიმდინარე კვირაში გუნდთან ერთად ვერ ვარჯიშობდა, თუმცა ტემპერატურამ დაუწია და სავარაუდოდ დღეს ვარჯიშს განაახლებს.

22 წლის ქართველ შემტევს „ლეხში“ მუდმივი სათამაშო პრაქტია არ აქვს, პოლონეთის ექსტრაკლასაში მიმდინარე წელს „ლეხმა“ 8 მატჩი ჩაატარა, 7 შეხვედრაში სათადარიგოთა სკამზე იჯდა, არ უთამაშია, ერთადერთი მატჩი ვროცლავის „შლიონსკისთან“ ჩაატარა, სასტარტოში იყო და 70-ე წუთზე შეცვალეს.

შეგახსენებთ, კონფერენს ლიგის მერვედფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში პოზნანის „ლეხმა“ სტუმრად შვედური კლუბი დიდი ანგარიშით დაამარცხა - 0:3. მეორე გოლი ნიკა კვეკვესკირის ანგარიშზეა, მესამე გოლისას კი ქართველმა საყრდენმა საგოლე პასი შეასრულა.

ვილი სანიოლმა მონღოლეთთან (25 მარტი) და ნორვეგიასთან (28 მარტი) გასამართი მატჩებისთვის გიორგი წიტაიშვილი და ნიკა კვეკვესკირი ეროვნულ ნაკრებში გამოიძახა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დრამატული მატჩი - ქართველების სლოვანი ბაზელთან პენალტების სერიაში დამარცხდა
დრამატული მატჩი - ქართველების სლოვანი ბაზელთან პენალტების სერიაში დამარცხდა