ხვიჩას სტატისტიკა - ჩემპიონთა ლიგაზე მასზე უკეთესი შედეგი არავის აქვს
ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ ისტორია დაწერა და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის საგზური პირველად მოიპოვა. მერვედფინალური ეტაპის დასრულების შემდეგ, ცნობილმა სააგენტომ, Opta-მ „კვარას“ სტატისტიკაზე დაწერა და საინტერესო ინფორმაცია მოგვაწოდა.
„ბურთის წაღების შემდეგ (ბურთით 5+ მეტრით წინსვლა) კვარაცხელიას უფრო მეტი დარტყმა აქვს განხორციელებული, ვიდრე ნებისმიერ ფეხბურთელს ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში. კვარამ ეს 20-ჯერ გააკეთა“.
„ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში, პიოტრ ზელინსკი და ხვიჩა კვარაცხელია ყოველ 90 წუთში, საშუალოდ 2.5 საგოლე შანსს ქმნიან. მათ საერთო ჯამში,12 საგოლე შანსი შექმნეს და იმ დუეტებს შორის, რომლებსაც ერთად მინიმუმ 180 წუთი მაინც აქვთ ნათამაშები, ეს საუკეთესო შედეგია“.
The Georgian winger is more than happy to go it alone too...
— OptaJoe (@OptaJoe) March 16, 2023
Kvaratskhelia has generated more shots following a carry (moving 5+ metres with the ball) than any other player in the UEFA Champions League this season (20). pic.twitter.com/3WT3EYBj0l
შეგახსენებთ, რომ მეოთხედფინალში ხვიჩას „ნაპოლის“ მეტოქის ვინაობას ხვალ შევიტყობთ და წილისყრა თბილისის დროით, 15:00-ზე დაიწყება.