გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

„მიქაუტაძეს თვალი არ უნდა მოვაშოროთ“ - ფრანგი მცველი გიორგის უფრთხის

გიორგი მიქაუტაძის „მეცი“ საფრანგეთის ლიგა 1-ის საგზურისთვის იბრძვის და მომდევნო შეხვედრას 18 მარტს, „ქუვილი რუენის“ წინააღმდეგ გამართავს. დღეს, „ქუვილი რუენის“ ცენტრალური მცველი, ტილ სისოკო ჟურნალისტებს შეხვდა და ქართველ შემტევზე ისაუბრა.

„მეცი ჩვენი ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია და გიორგი მიქაუტაძეს, რომელსაც ლიგა 2-ში ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი, თვალი არ უნდა მოვაშოროთ. ვეცდებით, ჩვენი გულშემატკივრები გავახაროთ და სასურველი ანგარიში დავაფიქსიროთ“.

შეგახსენებთ, რომ 27 ტურის შემდეგ „მეცი“ 45 ქულით მე-4 ადგილზე იმყოფება და მეორეადგილოსა „ბორდოს“ 2 ქულით ჩამორჩება. ზურიკო დავითაშვილის გუნდს მომდევნო მატჩი „სოშოსთან“ ელის, რომელიც ლიგა 1-ში აღზევების კიდევ ერთი კანდიდატია და „მეცს“ შანსის გამოყენება მართებს.

ცნობისთვის, ლიგა 2-ში მიქაუტაძეს 14 გოლი და 6 საგოლე გადაცემა აქვს გაფორმებული. ყველა ტურნირის ეგიდით, მან მონაწილეობა 29 მატჩში მიიღო და 15 გოლი და 7 საგოლე გადაცემა მიითვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უარი რუსეთს - მარადიშვილს საქართველოს ნაკრებში თამაში სურს
უარი რუსეთს - მარადიშვილს საქართველოს ნაკრებში თამაში სურს