ლივერპული, ჩემპიონთა ლიგა, მადრიდის რეალი, კარლო ანჩელოტი
Aa
Aa

“თანამედროვე გუნდი ვართ“ - ანჩელოტი ლივერპულის დამარცხების შემდეგ

მადრიდის „რეალმა“ „ლივერპულს“ განმეორებითი მატჩიც მოუგო(1:0) და მეოთხედფინალში გავიდა. ერთადერთი გოლი კარიმ ბენზემამ გაიტანა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, „ბლანკოსის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ კომენტარი გააკეთა.

რა თქვა ანჩელოტიმ?

„ჩემი ფეხბურთელების თამაშით კმაყოფილი ვარ. დაკისრებული მოვალეობა ყველამ შეასრულა. ჩემი „მილანი“ და „რეალი“? ეს ორი სხვადასხვა გუნდია განსხვავებული ხასიათით. გუნდი, რომელიც ახლა მე მყავს თითოეულ პოზიციაზე უმაღლესი ხარისხი, გამოცდილება და ენერგია აქვს. ჩვენ თანამედროვე გუნდი ვართ. დღევანდელი ფეხბურთი ხარისხს, ერთგულებას, გამოცდილებას და ენერგიას მოითხოვს.

მოდრიჩმა და კროოსმა დიდებულად ითამაშეს. ეს ორი ფეხბურთელი გუნდს ბურთის კონტროლში ეხმარებოდა. ბენზემას მდგომარეობა საგანგაშო არ არის. მან უბრალოდ დარტყმა მიიღო და კვირამდე უპრობლემოდ გამოჯანმრთელდება. ვფიქრობ, სრულყოფილი მატჩი ვიხილეთ. ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა. ამისთვის კი მეოთხედფინალი, ნახევარფინალი და ფინალი უნდა გადავლახოთ. ბედნიერი ვარ, რადგან მეოთხედფინალში სამი იტალიური გუნდი გავიდა. ეს იტალიური ფეხბურთისთვის დადებითი რამ გახლავთ.“

შეგახსენებთ, რომ 8 საუკეთესო გუნდში „ნაპოლი“, „ინტერი“, „მილანი“, „რეალი“, „ბაიერნი“, „ჩელსი“, „ბენფიკა“ და „მანჩესტერ სიტი“ მოხვდნენ.

მატჩის ვიდეო მიმოხილვა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კიდევ 1 წლით რეალში - ბენზემა კონტრაქტს ახანგრძლივებს
კიდევ 1 წლით რეალში - ბენზემა კონტრაქტს ახანგრძლივებს