ნაპოლი, ჩემპიონთა ლიგა, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

Sofascore - ხვიჩამ ყველაზე დაბალი შეფასება მიიღო

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ განმეორებით მატჩში „ნაპოლიმ“ ფრანკფურტის „აინტრახტს“ უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა. დუბლი შეასრულა ვიქტორ ოსიმენმა, ხოლო ერთი გოლი პენალტის ნიშნულიდან ზიელინსკიმ გაიტანა.

მატჩის დასრულების შემდეგ, ავტორიტეტულმა გამოცემა Sofascore-მა „პარტენოეპის“ ფეხბურთელები შეაფასა. სამწუხაროდ, ძირითადი შემადგენლობაში ყველაზე დაბალი ქულა ხვიჩას ერგო.

მერეტი(7.5), დი ლორენცო(7.6), კიმ მინ-ჯე(7.3), მარიო რუი(7.2), ანგისა(7.0), ლობოტკა(6.9), ზიელინსკი(8.4), პოლიტანო(7.4), ოსიმენი(8.5), კვარაცხელია(6.6).

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ გარდა მეოთხედფინალში „რეალი“, „ბაიერნი“, „მანჩესტერ სიტი“, „ჩელსი“, „ინტერი“, „ბენფიკა“ და „მილანი“ გავიდნენ. ლუჩიანო სპალეტის გუნდის მეტოქე წილისყრის შედეგად გაირკვევა.

კვარაცხელიას ყველა მომენტი "აინტრახტთან"

Video Player is loading.
Advertisement
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      მსგავსი სიახლეები

      ცხელი ამბები
      ასევე დაგაინტერესებთ
      მატჩამდე - აინტრახტის და ატალანტას ქომაგებმა ნეაპოლი ერთად დაარბიეს
      მატჩამდე - აინტრახტის და ატალანტას ქომაგებმა ნეაპოლი ერთად დაარბიეს