მადრიდის რეალი, კარლო ანჩელოტი, ედენ აზარი
Aa
Aa

ანჩელოტი: “სიმართლეა, რომ მე და აზარი ბევრს არ ვსაუბრობთ“

ედენ აზარის და მადრიდის „რეალის“ ურთიერთობა ნელ-ნელა სრულდება. რამდენიმე დღის წინ, ცნობილი გახდა, რომ „ბლანკოსმა“ ბელგიელი შემტევი ტრანსფერზე დააყენა.

სპორტულ მედიაში კი აქტიურად განიხილება საკითხი, რომლის მიხედვითაც კარლო ანჩელოტი და ედენი ერთმანეთთან ბევრს არ საუბრობენ. ამასთან დაკავშირებით, იტალიელმა სპეციალისტმა კომენტარი გააკეთა.

ანჩელოტი:

„ჩვენი ურთიერთობა ცივი არ არის. ორი რამ არის სიმართლე. როდესაც აზარმა განაცხადა, რომ ბევრს არ ვსაუბრობთ არ იტყუებოდა. მან ყველაფერი გულწრფელად თქვა, მაგრამ საუბარი ხასიათის საკითხია. ზოგიერთ ადამიანთან თავს უფრო კომფორტულად გრძნობ, ვიდრე სხვებთან.

ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სხვა რაღაც არის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ბევრს არ ვსაუბრობთ და ის ბევრს არ თამაშობს, ერთმანეთს მაინც პატივს ვცემთ და ეს აშკარად იგრძნობა. რატომ არ თამაშობს? იმიტომ, რომ მის პოზიციაზე დიდი კონკურენციაა და ჩვენ ვინისიუს ჯუნიორი გვყავს, რომლის დამსახურებითაც „რეალმა“ ტიტულები მოიგო.“

შეგახსენებთ, რომ ბელგიელი შემტევი „სამეფო კლუბს“ 2019 წლის ზაფხულში „ჩელსიდან“ 100 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. 2019 წლიდან დღემდე, აზარმა „ბლანკოსის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 73-ჯერ მოირგო, 7 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები