მერაბ დვალიშვილი, ალჯამეინ სტერლინგი, შონ ომალი
Aa
Aa

შონ ომალი: „მე და მერაბი ოდესმე აუცილებლად ვიჩხუბებთ, იანი თავის თავს არ ჰგავდა“

UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, შონ ომალიმ მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის ჩხუბზე ისაუბრა. ომალიმ განაცხადა, რომ „მანქანამ“ იანი სხვანაირ მებრძოლად დაგვანახა, თუმცა დასძინა, რომ ამაში დიდი წვლილი თავად მიუძღვის.  

„გულის სიღრმეში, იანის გამო, თავი ცუდად ვიგრძენი. ოდესღაც ის ჩემპიონი იყო და ერთ-ერთ საუკეთესო მებრძოლად ითვლებოდა, შემდეგ კი ალჯოსთან აკრძალული ილეთი გამოიყენა, მასთან მეორედაც წააგო და მეც მოვუგე. მერაბთან ჩხუბისას პიოტრი განსხვავებული მებრძოლივით გამოიყურებოდა. შესაძლოა, ეს დვალიშვილის დამსახურება იყო, რომელიც იმდენად მაგარია, რომ იანი სხვანაირ მებრძოლად დაგვანახა, მაგრამ მგონია, რომ რაღაც ამოვაცალე (დვალიშვილამდე იანს ომალიმ მოუგო) და ეს ამან განაპირობა.

თეიქდაუნის 49 მცდელობა და ასეთი ტემპი სრული სიგიჟეა. დვალიშვილმა თავისი ჭიდაობით იანს ხელებში ძალა გამოაცალა. მერაბს ეფექტური სტილი აქვს და ყველასთან ასე იჩხუბებს. პიოტრთან მოგებული ბრძოლის შემდეგ, მისი ცნობადობა ცოტათი გაიზარდა. პოპულარული არ გამხდარა, მაგრამ საბრძოლო სამყაროში დიდი პატივისცემა დაიმსახურა და მისი ცნობადობა ცოტათი გაიზარდა. მიუხედავად ამისა, მერაბს Pay Per View-ების გაყიდვა გაუჭირდება. მეორე მხრივ, კამარუ უსმანიც იგივე მდგომარეობაში იყო. მან ზედიზედ რამდენიმე გამარჯვება მოიპოვა და მერაბმაც ეს უნდა გააკეთოს. არის გზები, რომელთა დახმარებითაც მისი დამარცხება შეიძლება და მე იანისგან რადიკალურად განსხვავებული სტილი მაქვს. მე და მერაბი ოდესმე აუცილებლად ვიჩხუბებთ. ამას 100 პროცენტით ვამბობ“.

შეგახსენებთ, რომ იანისა და დვალიშვილის ბრძოლამდე, ომალიმ რუსი მებრძოლის გამარჯვება ივარაუდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„იმედია გრძელი ენის გამო დასჯის“ - დვალიშვილს ხაბიბის ბიძაშვილით ემუქრებიან
„იმედია გრძელი ენის გამო დასჯის“ - დვალიშვილს ხაბიბის ბიძაშვილით ემუქრებიან