ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„მკრეხელობაა“ - რას ამბობენ იტალიაში ხვიჩას მარადონასთან შედარებაზე

„ნაპოლის“ ქართველმა ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ „ატალანტასთან“ ბრწყინვალე ბურთი შეაგდო, რომელსაც მატჩის შემდეგ, ლუჩანო სპალეტიმ დიეგო მარადონას დონის გოლი უწოდა. იტალიელი სპეციალისტის შეფასებას „პარმას“ ყოფილი სპორტული დირექტორი, ენრიკო ფედელე და Corriere dello Sport-ის რედაქტორი, ივან ძაძარონი გამოეხმაურნენ.

რა თქვა ფედელემ

„სპალეტიმ თქვა, რომ ქართველმა მარადონას მსგავსი გოლი გაიტანა? ეს მკრეხელობაა, რაც სპალეტისაც კარგად მოეხსენება, მაგრამ მის განცხადებას კეთილი მიზნები აქვს. ლუჩანომ ადრე ისიც თქვა, რომ დიეგო დემე დავიდ პიზაროს დონეზეა, რაც რეალობასთან ახლოს არაა. როცა პროდუქტის ოპტიმიზაციას ცდილობ, ამას კონკრეტული გზით აკეთებ და გადაჭარბებულ შედარებებსაც სწორედ ამიტომ ვხვდებით, თუმცა მარადონაზე საუბარი არ ღირს. ხვიჩა ნაპოლის ის ფეხბურთელია, რომელსაც ჩემპიონის ნიშნები აქვს, მაგრამ სტაბილურობა სჭირდება, რომ დიეგოს შევადაროთ. მოდით, არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ რაფაელ ტოლოიმ მისი აყვანისას შეცდომა დაუშვა. ამასთან, კვარაცხელიას 8 მეტოქე არ მოუტყუებია, მხოლოდ ორი მცველი ჩამოიშორა და დანარჩენებს ეპიზოდზე სერიოზული გავლენა არ ჰქონიათ. მარადონას რაც შეეხება, მან მეტოქე გუნდის ყველა მცველი მოატყუა! 10 ნომერი კვარას მივცეთ? შეწყვიტეთ! ვინაა კვარა? ჩემი აზრით, ეს არ შეიძლება“.

რას ამბობს ძაძარონი

„სასამართლოში ცილისწამების გამო ვუჩივლებ ყველას, ვინც კვარაცხელიას მარადონას ადარებს. მისი გოლი დიეგოს დონის ნამდვილად იყო, მაგრამ მოდით, შედარება აქ დავასრულოთ. კვარაცხელიას 15 წელიწადი მივცეთ და ვნახოთ, ამ დროის შემდეგ, სად იქნება. რა თქმა უნდა, ხვიჩა განსაკუთრებული და აღმაფრთოვანებელი ფეხბურთელია, მაგრამ პიბე საერთოდ სხვა მოვლენა იყო“.

სერია A-ს მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ 21 მატჩში 11 გოლი შეაგდო. ბომბარდირთა დავაში იგი მე-5 ადგილზეა. მას ოსიმენი (19), ლაუტარო მარტინესი (14), ადემოლა ლუკმენი (12) და მბალა ნზოლა (12) უსწრებენ. სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგის გათვალისწინებით, კვარაცხელიამ 28 მატჩში 13 გოლი შეაგდო და 13 საგოლე პასი შეასრულა.

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ისტორიული გამოსვლა, მანქანას ტყუილად არ ეძახიან - რას წერს ESPN-ი მერაბზე
ისტორიული გამოსვლა, მანქანას ტყუილად არ ეძახიან - რას წერს ESPN-ი მერაბზე