ხვიჩა კვარაცხელია, გუტი
Aa
Aa

გუტის მაისური გზაშია | El Chiringuito-ს ჟურნალისტი კვარას საჩუქარს ჩაუტანს

„ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია გუტი ერნანდესის მაისურს მალე მიიღებს. ახლახან, „რეალის“ ლეგენდა El Chiringuito-ს გადაცემის სტუმარი იყო და „კვარას“ ვიდეო აჩვენეს, რომელშიც ხვიჩა ამბობს, რომ მისი ბავშვობის კუმირი გუტია. ამის შემდეგ, მან პირობა დადო, რომ კვარაცხელიას საკუთარი ავტოგრაფით „რეალის“ 14-ნომრიან მაისურს გაუგზავნის.

„სამეფო კლუბის“ ლეგენდამ სიტყვა არ გატეხა და El Chiringuito-ს ჟურნალისტი, ნიკო როდრიგესი ნეაპოლში გაემგზავრება, რათა „კვარას“ საჩუქარი პირადად გადასცეს. El Chiringuito-ს ბოლო გადაცემაში ვხედავთ როდრიგესი საეთერო სტუდიას ყუთთან ერთად როგორ ტოვებს და ნეაპოლისკენ მიემართება.

სერია A-ს მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ 21 მატჩში 11 გოლი შეაგდო. ბომბარდირთა დავაში იგი მე-5 ადგილზეა. მას ოსიმენი (19), ლაუტარო მარტინესი (14), ადემოლა ლუკმენი (14) და მბალა ნზოლა (14) უსწრებენ. სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგის გათვალისწინებით, კვარაცხელიამ 28 მატჩში 13 გოლი შეაგდო და 13 საგოლე პასი შეასრულა.

ცნობისთვის, სერია A-ში, 26 ტურის შემდეგ, „ნაპოლი“ 68 ქულით პირველ ადგილზეა და უშუალო კონკურენტს, „ინტერს“ 18 ქულით უსწრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დი კანიო: „კვარას გოლის ჩემს გოლთან შედარება სისულელეა“
დი კანიო: „კვარას გოლის ჩემს გოლთან შედარება სისულელეა“