ოთარ კიტეიშვილი, გრაცის შტურმი
Aa
Aa

ნორვეგიასთან მატჩს გამოტოვებს - შტურმის მწვრთნელმა კიტეიშვილზე ისაუბრა

გრაცის „შტურმის“ მთავარმა მწვრთნელმა კრისტიან ილცერმა გუნდის ტრავმირებულ ფეხბურთელებზე ისაუბრა. მისი თქმით, ოთარ კიტეიშვილი სანაკრებო პაუზის პერიოდში დაბრუნდება. CrystalSport-ის ცნობით, ფეხბურთელმა გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო, თუმცა 100 პროცენტით მზად არაა, სრული დატვირთვით ვერ ვარჯიშობს.

ილცერის კომენტარიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, ქართველი ფეხბურთელი მონღოლეთთან (25 მარტი) და ნორვეგიასთან (28 მარტი) დაგეგმილ სანაკრებო შეხვედრებს გამოტოვებს. გარდა ამისა, 10 თებერვლის შემდეგ არ უთამაშია და ფორმაში არმყოფი მოთამაშის ნაკრებში მიწვევის შანსიც მცირეა.

მიმდინარე სეზონში ოთარ კიტეიშვილმა ავსტრიის ბუნდესლიგის 9 მატჩში 3 გოლი შეაგდო, 1 საგოლე პასი შეასრულა. ასევე, ევროპა ლიგის 5 მატჩში 1 გოლი „ფეიენორდს“ გაუტანა. ამ გოლით „შტურმმა“ საშინაო კედლებში გაიმარჯვა. ოთარ კიტეიშვილს „შტურმთან“ კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. დიდი პოტენციალის მქონე ფეხბურთელია, თუმცა სამწუხაროდ, ტრავმების გამო „შტურმი“ ჯერ ტრამპლინად ვერ გამოიყენა.

26 წლის ცენტრალურმა ნახევარმცველმა, რომელიც 26 მარტს 27 წლის გახდება, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 29 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი ჩრდილოეთ მაკედონიას შეუგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თუ ბურთს მიაღებინებ, გაგანადგურებს“ - კანავარომ ხვიჩაზე ისაუბრა
„თუ ბურთს მიაღებინებ, გაგანადგურებს“ - კანავარომ ხვიჩაზე ისაუბრა