ხვიჩა კვარაცხელია, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები
Aa
Aa

„განსაკუთრებული მოთამაშეა, საშიში“ - ნორვეგიული VG-ის სტატია ხვიჩაზე

ნორვეგიული მედია ხვიჩა კვარაცხელიას მიერ „ატალანტასთან“ გატანილ გოლს ეხმაურება. VG სტატიას აქვეყნებს, რომელიც მოკლეა, თუმცა რამდენიმე საინტერესო კომენტარს ვხვდებით. სტატიის სათაური ასეთია: „კვარაცხელია არაბუნებრივი გოლის ალღოთი, უფრთხილდი, ნორვეგია“.

VG-ის კომენტატორი ვეგარდ ოსტლენდი შემდეგ ამბობს: „ის შეუჩერებელია, ატმოსფერო ახალ სიმაღლეზე აიყვანა. ნორვეგია, უფრთხილდი, რა ფორმაშია“.

ლეო სკირი ოსტიგორი ნორვეგიულ VG-ს ხვიჩა კვარაცხელიაზე ესაუბრა: „ასე თამაშობს და ეს ვარჯიშზე უამრავჯერ ვნახე. განსაკუთრებული მოთამაშეა. აქტიური და საშიშია“.

„ნაპოლის“ მეკარე პიერლუიჯი გოლინი: „როცა გავიტანეთ, ძალიან დიდი ხმაური იყო. ვფიქრობდი, რომ სტადიონი დაინგრეოდა“.

შეგახსენებთ, ევრო 2024-ის შესარჩევი ციკლის პირველ ტურში საქართველო ბათუმში ნორვეგიას უმასპინძლებს. შეხვედრა ბათუმში, 28 მარტს გაიმართება, 20:00 საათზე დაიწყება. ნორვეგიული მედიის ინფორმაციით, სტოლე სოლბაკენი საქართველოს ნაკრებისთვის შემადგენლობას ხვალ დაასახელებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დი კანიო: „კვარას გოლის ჩემს გოლთან შედარება სისულელეა“
დი კანიო: „კვარას გოლის ჩემს გოლთან შედარება სისულელეა“