ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

იტალიელი ჟურნალისტი: „კვარაცხელია ქარიშხალია“

იტალიელმა ჟურნალისტმა, მარკო ბუჩიანტინიმ, რომელიც Sky Sport Italia-სთვის წერს, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. მან „კვარა“ ქარიშხალს შეადარა და განაცხადა, რომ ქართველი ფეხბურთელი ბოლო წლების საუკეთესო ტრანსფერია.

„ქარიშხალი მოვიდა. მას ვერ ხედავ, მაგრამ გიახლოვდება და სერიოზულ ზიანსაც გაყენებს. ასეთი ფეხბურთელი მეტოქეებში ლოდინით გამოწვეულ სტრესს აჩენს. როცა ის თამაშობს, იცი, რომ ქარიშხალი მოედანზე იმყოფება და უკანა ფონზე მისი ხმაც გესმის. ეს შენს შეშფოთებასა და გაღიზიანებას იწვევს და მშვიდად თამაშის საშუალებას გართმევს.

მასში გადახდილი თანხისა და მისი დონის გათვალისწინებით, არის თუ არა საუკეთესო ტრანსფერი? მისი შედარება მხოლოდ კაკასთან შემიძლია და დეტალებს თუ ჩავუღრმავდებით, მას ბრაზილიელზე წინ ვაყენებ. კვარა საქართველოში თამაშობდა და არა ბრაზილიაში, სადაც ტალანტები ხეებზე იზრდებიან. სერია A-ში გადმოსვლისას, არ ვიცოდით, მისი გვარი როგორ გამოგვეთქვა და ვერ ვხვდებოდით, რა გამანადგურებელი იქნებოდა. ატალანტასთან გატანილი გოლით ხვიჩამ სპალეტიც გააოცა. ლუჩანომ ხელები გაშალა და თქვა: „ეს რა ვნახე?“

სერია A-ს მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ 21 მატჩში 11 გოლი შეაგდო. ბომბარდირთა დავაში იგი მე-5 ადგილზეა. მას ოსიმენი (19), ლაუტარო მარტინესი (14), ადემოლა ლუკმენი (12) და მბალა ნზოლა (12) უსწრებენ. სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგის გათვალისწინებით, კვარაცხელიამ 28 მატჩში 13 გოლი შეაგდო და 13 საგოლე პასი შეასრულა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მხოლოდ ფული გადარდებს“ - მერაბზე გაკეთებული კომენტარის გამო უაითი გააკრიტიკეს
„მხოლოდ ფული გადარდებს“ - მერაბზე გაკეთებული კომენტარის გამო უაითი გააკრიტიკეს