მამარდაშვილი იუვენტუსის რადარზე | ვალენსია ზაფხულში გაუშვებს?
ესპანური გამოცემა, El Gol Digital-ი „ვალენსიას“ გეგმებზე წერს და გვაუწყებს, რომ „ღამურები“ გიორგი მამარდაშვილის გაშვებას აპირებენ. „ჩეს“ სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს და „მესტალიაზე“ ვითარების გამოსწორებას რამდენიმე ფეხბურთელის გაყიდვით გეგმავენ.
„ამ წუთისთვის, ვალენსია ღრმა ეკონომიკურ კრიზისში იმყოფება. სწორედ ამიტომ, რაღაც განსაკუთრებული თუ არ მოხდა, ღამურები ზაფხულში საუკეთესო აქტივებს შეელევიან და ერთ-ერთი მათგანი გიორგი მამარდაშვილია. ვალენსიაში აცნობიერებენ, რომ ქართველი მეკარის გაშვება გუნდს დაასუსტებს, მაგრამ მისი ტრანსფერი ჩეს დიდ თანხას მოუტანს და საუბარი მინიმუმ 35 მილიონ ევროზეა. ეს ფული ვალენსიას საშუალებას მისცემს, სატრანსფერო ბაზარზე უფრო მოქნილი იყოს.
მამარდაშვილის ზაფხულში გაშვების შესახებ დიდი ხანია ინფორმაცია ვრცელდება, ახლა კი ცნობილი გახდა კლუბი, რომელიც მისით ინტერესდება. ეს კლუბი იუვენტუსია. ზაფხულში, ტურინელები ახალი მეკარის ძებნის პროცესში იქნებიან, რათა რეგრესის მქონე ვოიცეხ შესნი ჩაანაცვლონ. იტალიური კლუბი ქართველის გადაბირებით სერიოზულადაა დაინტერესებული და თვლის, რომ იგი აწმყოსა და მომავლის მეკარეა, თუმცა იმასაც ხვდება, რომ ვალენსია მის სანაცვლოდ დიდ თანხას მოითხოვს“, - წერს ესპანური გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ მამარდაშვილს ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 25 მატჩი აქვს ჩატარებული და კარი მშრალად 5-ჯერ შეინახა.