VIDEO: ჩემპიონთა ლიგა - პლეი-ოფების მიმოხილვა
ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის ფლეი-ოფის მატჩები ძალიან საინტერესო და დაძაბული გამოდგა.
„ასტანასა“ და „სელტიკს“ შორის სიტუაცია მოულოდნელად დაიძაბა.
მოგეხსენებათ, რომ გლაზგოელებს „სელტიკ პარკზე“ 5-0 ჰქონდათ მოგებული და განმეორებით მატჩს ყველა ფორმალობად მიიჩნევდა.
ყაზახებმა მოულოდნელად დაძაბულობა დააბრუნეს. მატჩის მე-80 წუთისთვის მასპინძლები 4-1-ს იგებდნენ და მე-5 ბურთის გატანის რეალური შანსიც ჰქონდათ, რომლის გამოყენების შემთხვევაში არავინ იცის მოვლენები როგორ განვითარდებოდა.
საბოლოოდ, გლაზგოელებმა კლასის ხარჯზე ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანეს და დასახულ მიზანსაც მიაღწიეს.
***
განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა "სევილიასა" და "ბაშაკშეჰირის" დაპირისპირება. პირველი მატჩი ანდალუსიელებმა სტუმრად 1:2 ჰქონდათ მოგებული.
განმეორებით შეხვედრაში,"ბაშაკშეჰირს" ბოლო წუთებამდე ჰქონდა გოლის გატანისა და ჯგუფში შესვლის შანსი. საბოლოოდ, შეხვედრა ფრედ,
2:2 დასრულდა და ორი მატჩისჯამში "სევილიამ" 4:3 იმარჯვა.
ასე, რომ ანდალუსიელთა ახალ თავკაცს ედუარდო ბერიცოს ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტი ექნება.
***
რაც შეეხება „ნიცასა“ და „ნაპოლის“ მატჩს, იტალიელებმა პირველი მატჩის მსგავსად, კვლავ იოლად გაიმარჯვეს - ამჯერადაც 2-0.
მიუხედავად იმისა, რომ იტალიელთა მთავარი მიზანი კარის მშრალად შენახვა იყო, მათ მოგება მაინც მოახერხეს. გოლების ავტორები ხოსე კალეხონი და ლორენცო ისინიე გახდნენ.
საბოლოო შედეგი ასეთია - მაურისიო სარის გუნდმა ორი მატჩის ჯამში 4:0 მოიგო და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში აუღელვებლად შეაღწია.