მერაბ დვალიშვილი, ალჯამეინ სტერლინგი, ჰენრი სეხუდო
Aa
Aa

„დვალიშვილი მომეცით!“ - სეხუდო მერაბზე და ალჯოსთან ჩხუბზე

UFC-ის ლეგენდარულმა მებრძოლმა, ჰენრი სეხუდომ მერაბ დვალიშვილზე ისაუბრა. ორი წონითი დივიზიონის ყოფილ ჩემპიონს მომდევნო ჩხუბი „მანქანის“ მეგობართან, ალჯამეინ სტერლინგთან აქვს და თუ „ალჯო“ უკან დაიხევს, სეხუდო აცხადებს, რომ მზადაა, მერაბს დაუპირისპირდეს.

„ძვირფასო, დენა უაით, სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ტოპ 15-ის მეორე და მესამე ნომრების ბრძოლას ვუყურებ და ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ალჯამეინ სტერლინგი ჩემთან ჩხუბზე უარს იტყვის. გამომდინარე აქედან, დვალიშვილი რომ მომცეთ? მერაბი მომეცით, რადგან შონ ომალის მოცდა უნდა. მას სურს, პაუზა აიღოს და შეგვიძლია, დვალიშვილი UFC 288-ის სათადარიგო მებრძოლი გავხადოთ. ამ გზით, მეტოქედ სპარინგ-პარტნიორები  (ალჯოზე და მერაბზე საუბრობს) მეყოლებიან. მაქვს შეგრძნება, რომ სტერლინგი უკან დაიხევს და მინდა, დარწმუნებული ვიყო, რომ ვიჩხუბებ.

ამ ორ შტერთნ დაპირისპირების შემთხვევაში, ერთი და იგივე საბრძოლო გეგმა მექნება. ჭიდაობა, დარტყმა. ისინი ყოველი ძლიერი დარტყმის შემდეგ, თეიქდაუნებზე მიდიან. რაცაა, დენა, თუ მისმენ, მოდი, მერაბი სათადარიგო მებრძოლი იყოს, რადგან ორივე მათგანი მინდა. თუ შევძლებ, რომ ერთ საღამოს ორივეს ვეჩხუბო, ამას ორივე მიიღებს“.

შეგახსენებთ, რომ სეხუდოსა და სტერლინგის ბრძოლა UFC 288-ზე უნდა გაიმართოს, რომელიც 9 თებერვალსაა ჩანიშნული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ქართული ძალა“ - ცნობილი ჟურნალისტების გამოხმაურება მერაბის ტრიუმფზე
„ქართული ძალა“ - ცნობილი ჟურნალისტების გამოხმაურება მერაბის ტრიუმფზე