ნაპოლი, ატალანტა, ხვიჩა კვარაცხელია, ჯან პიერო გასპერინი
Aa
Aa

გასპერინი: “ხვიჩამ მატჩის მიმდინარეობა შეცვალა“

სერია ა-ს მორიგ ტურში „ნაპოლიმ“ „ატალანტას“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. აღნიშნულ დაპირისპირებაში პირველი გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა. ქართველი ფეხბურთელის გოლი მეტად ეფექტური გამოდგა.

მატჩის დასრულების შემდეგ, ბერგამოელთა მთავარმა მწვრთნელმა ჯან პიერო გასპერინიმ კომენტარი გააკეთა.

რა თქვა გასპერინიმ?

„კვარაცხელიამ თავისი თამაშით მატჩის მიმდინარეობა შეცვალა. ერთადერთი რასაც ჩემს ფეხბურთელებს ვუსაყვედურებ არის ის, რომ გაშვებული გოლის შემდეგ შოკიდან ვერ გამოვიდნენ. მიუხედავად წაგებისა, ჩემი გუნდის თამაშით უკმაყოფილო არ ვარ. ხასიათი ბოლომდე გამოვავლინეთ.

ვართ, თუ არა ისეთივე კარგი სტუმრად, როგორც სახლში? რა თქმა უნდა, უბრალოდ ახლა ასე დაემთხვა და წავაგეთ. ჩვენ „ნაპოლის“ ვეთამაშებოდით, რომელიც თითქმის ჩემპიონია. ეს გუნდი მუდმივად იზრდება და დარწმუნებული ვარ, ჩემპიონთა ლიგაზე დიდ წარმატებას მიაღწევს.“

ხვიჩას გოლი „ატალანტას“ კარში

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“GOLAZO Kvara“ - გუტი ხვიჩას გოლს გამოეხმაურა
“GOLAZO Kvara“ - გუტი ხვიჩას გოლს გამოეხმაურა