ლიონელ მესი, პარი სენ ჟერმენი, ინტერ მაიამი
Aa
Aa

მცდელობა განახლდა - ინტერ მაიამის პრიორიტეტი მესია

ახალი არავისთვის არის, რომ ლეო მესი „პარი სენ ჟერმენთან“ კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს. სპორტულ მედიაში არგენტინელ სუპერვარსკვლავს ძირითადად „ბარსელონაში“ დაბრუნებას უწინასწარმეტყველებენ, მაგრამ დღეს სულ სხვა ინფორმაცია გავრცელდა.

დიდი ხანია „ინტერ მაიამის“ მისი გადაბირება სურს. ბოლო პერიოდში კი კლუბის პრეზიდენტი ხორხე მასი ლეოს გარემოცვასთან სულ უფრო მეტ დროს ატარებს. Goal.Com-ის ინფორმაციით, მასის მთავარი პრიორიტეტი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გადაბირებაა. ამერიკული კლუბის პრეზიდენტი ლიონელის დაყოლიებას ჯერ კიდევ „პარი სენ ჟერმენში“ გადასვლამდე ცდილობდა, მაგრამ არ გამოუვიდა. ახლა კი მცდელობები განახლდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ MLS-ს თავისი ფინანსური შეზღუდვები აქვს და დიდი ალბათობით „ინტერ მაიამი“ მესის ისეთ პირობებს ვერ შესთავაზებს, როგორიც პსჟ-ში აქვს.

ამის პარალელურად, „ინტერ მაიამი“ 2.5 მილიარდი დოლარის ღირებულების ტრანსლაციის მოზიდვას ცდილობს და მესის ტრანსფერში კლუბს შესაძლოა ეს დაეხმაროს. არის ასევე კიდევ ერთი გარემოება.

ჯერჯერობით ვეტერანი შემტევი კარიერის დასრულებას არ ჩქარობს, ხოლო 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი ქვეყანა ამერიკაა, სადაც ლეო 2021 წელს ისვენებდა და ფლორიდაში სახლიც კი იყიდა. რა თქმა უნდა, ჯერჯერობით არავინ იცის რას გადაწყვეტს მესი, მაგრამ ერთი რამ ნათელია - მისი საფრანგეთის დედაქალაქში დარჩენის შანსი სულ უფრო მცირდება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სიტიში 2028 წლამდე - ალვარესი არსად მიდის და კონტრაქტს ახანგრძლივებს
სიტიში 2028 წლამდე - ალვარესი არსად მიდის და კონტრაქტს ახანგრძლივებს