ბარსელონას საქმე - პროკურატურამ სასამართლოს მიმართა
Aa
Aa

ბარსელონას საქმე - პროკურატურამ სასამართლოს მიმართა

ესპანეთში, ბარსელონას პროკურატურამ სასამართლოში „ბარსელონაზე“ სარჩელი შეიტანა. როგორც მოგეხსენებათ, საქმე ლა ლიგის სამსაჯო კომიტეტის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს, ხოსე მარია ენრიკეს ნეგრეირას უკავშირდება და კატალონიელებს კორუფციაში ადანაშაულებენ.

„ბარსელონას“ გარდა, პროკურატურამ ბრალდება „ბლაუგრანას“ ყოფილ პრეზიდენტებს, ხოსეპ ბარტომეუსა და სანდრო როსელის წაუყენა. მათ გარდა, ოსკარ გრაუს და ალბერტ სოლერსაც ადანაშაულებენ. ზემოთ ხსენებულ პირებს ბრალი კორუფციაში, არაკეთილსინდისიერ ადმინისტრირებასა და დოკუმენტების გაყალბებაში ედებათ.

ესპანური პრესის მიხედვით, 2016-დან 2018 წლამდე, „ბლაუგრანამ“ კომპანია DASNIL 95-ს 1.4 მილიონი ევრო გადაუხადა. აღნიშნული კომპანია ხოსე მარია ენრიკეს ნეგრეირას მფლობელობაშია, რომელიც იმ პერიოდში ესპანეთის ფეხბურთის სამეფო ფედერაციის სამსაჯო კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი გახლდათ. AS-ის ინფორმაციით, DASNIL 95-სა და კატალონიელებს შორის თანამშრომლობა 2003 წელს დაიწყო და „ბარსამ“ საერთო ჯამში, 4.7 მილიონი ევრო გადაურიცხა. ესპანური გამოცემის მიხედვით, „ბლაუგრანას“ მიზანი მსაჯებისგან „რაიმე სახის სპორტული უპირატესობის“ მიღება იყო.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ფიზიკურ პირებს შესაძლოა, 4-წლიანი პატიმრობა ან დისკვალიფიკაცია შეეფარდოთ. კლუბს რაც შეეხება, საუბარი ჯარიმებს ეხება. საინტერესოა, რომ ლა ლიგა ამ საკითხზე გამოძიებას ვერ ატარებს, რადგან 3-წლიანი ვადა გასულია

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ოფიციალურად - ხვიჩა კვარაცხელია თვის საუკეთესო ფეხბურთელია
ოფიციალურად - ხვიჩა კვარაცხელია თვის საუკეთესო ფეხბურთელია