ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

კვარას რეკორდი - ეს აქამდე არავის გაუკეთებია

„ნაპოლის“ ქართველმა ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ ისტორია დაწერა. ახლახან, „კვარამ“ EA Sports-ის თვის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო დაისაკუთრა (თებერვლის MVP გახდა) და როგორც სერია A-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ლუიჯი დე სიერვომ განაცხადა, კვარაცხელია პირველი მოთამაშეა, რომელმაც ეს ერთ სეზონში ორჯერ გააკეთა (პირველად აგვისტოში მოიგო).

„ქართველი გარემარბი თვიდან თვემდე ამტკიცებს, რომ ჩვენს ჩემპიონატზე შესანიშნავ გავლენას ახდენს. კვარაცხელია ამას გოლის გატანისა და თანაგუნდელების საგოლე პოზიციებში დატოვების უნარებით აკეთებს. ლუჩანო სპალეტის ფეხბურთელმა სერია A-ში უკვე 10 გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემებით ჩემპიონატის ლიდერია.

ხასიათი, შეუპოვრობა და წარმოსახვის უნარი კვარაცხელიას ნაპოლის საკვანძო ფეხბურთელად აქცევს. იმ ნაპოლის, რომელიც სერია A-ს სატურნირო ცხრილის ლიდერია და იტალიური და საერთაშორისო ფეხბურთის ახლანდელი და მომავალი ვარსკვლავი ჰყავს“.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი" მომდევნო შეხვედრას „ატალანტას" წინააღმდეგ გამართავს. მატჩი ხვალ, თბილისის დროით, 21:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩეილ სონენი: „მერაბი მოიგებს, ის არასდროს ჩერდება, მაგრამ იანიც მაგარ ფორმაშია“
ჩეილ სონენი: „მერაბი მოიგებს, ის არასდროს ჩერდება, მაგრამ იანიც მაგარ ფორმაშია“