მერაბ დვალიშვილი, მათე სანიკიძე
Aa
Aa

„იმედი მაქვს მალე გაათავისუფლებენ“ - დვალიშვილის სოლიდარობა მათე სანიკიძეს

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა პიოტრ იანთან ბრძოლამდე გამართულ ოფიციალურ პრესკონფერენციაზე საქართველოში, აქციაზე დაკავებულ MMA-ს ქართველ მებრძოლს, მათე სანიკიძეს სოლიდარობა გამოუცხადა და მისი პატიმრობიდან გათავისუფლება მოითხოვა.

რა თქვა დვალიშვილმა:

საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა. ჩემს ქვეყანაში პროტესტია, რომელზეც MMA-ის პროფესიონალი მებრძოლი, მათე სანიკიძე დააკავეს. იმედი მაქვს მას მალე გაათავისუფლებენ. ის ბრწყინვალე მებრძოლია და დემოკრატიული პრინციპებისთვის იბრძოდა. ვიმედოვნებ, მას მალე გამოუშვებენ და ჩემი ქვეყანაც დემოკრატიულად ცხოვრებას გააგრძელებს.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილი და პიოტრ იანი ერთმანეთს 12 მარტს, UFC Fight Night 221-ზე დაუპირისპირდებიან. ორთაბრძოლა საქართველოს დროით დილის 05:00 საათიდან უნდა გაიმართოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საქართველოს ღირსებას რუსეთშიც ვიცავ და ევროპაშიც“ - რაულ თუთარაული
„საქართველოს ღირსებას რუსეთშიც ვიცავ და ევროპაშიც“ - რაულ თუთარაული