იურგენ კლოპი
Aa
Aa

„ეს იყო ბიძგი, რომელიც ყველაზე მეტად გვჭირდებოდა“ - კლოპი

პრემიერ ლიგის 26-ე ტურში „ლივერპულმა“ ენფილდზე „მანჩესტერ იუნაიტედს“ უმასპინძლა და 7:0 გაანადგურა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მერსისაიდელთა მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა განვლილი მატჩი შეაფასა და ჟურნალისტებს ემოციები გაუზიარა.

რა თქვა კლოპმა:

სიტყვები არ მაქვს. ფანტასტიკური, გამორჩეული მატჩი იყო. კარგ ფორმაში მყოფ გუნდთან უმაღლესი დონის ფეხბურთი ვაჩვენეთ.

მეორე ტაიმის დასაწყისი საკმაოდ კარგი იყო და არც დასასრული ყოფილა ურიგო. ეს ფეხბურთია და ასე ხდება ხოლმე.

ეს სწორედ ის ბიძგი იყო, რომელიც გვინდოდა. ის სწორი მიმართულებისკენ გვიბიძგებს. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ ისევ აქ ვართ. დღევანდელი დღე იყო იმის დემონსტრირება, თუ რა შეგვიძლია ვიყოთ და როგორი უნდა ვიყოთ დღეიდან.

ცნობისთვის, „ლივერპულმა“ ისტორიაში პირველად შეძლო „მანჩესტერ იუნაიტედის“ 7-ბურთიანი სხვაობით დამარცხება, თავის მხრივ კი „წითელმა ეშმაკებმა“ პრემიერ ლიგაში პირველად გაუშვეს 7 ბურთი.

26 ტურის შემდეგ, „მანჩესტერ იუნაიტედი“ სატურნირო ცხრილში 49 ქულით მესამე ადგილს იკავებს, „ლივერპული“ კი 42 ქულით მე-6 პოზიციაზე აღზევდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ძალიან გაბრაზებული ვარ“ - ტენ ჰაგი ლივერპულთან მარცხზე
„ძალიან გაბრაზებული ვარ“ - ტენ ჰაგი ლივერპულთან მარცხზე