კრისტოფ გალტიე
Aa
Aa

გალტიე: ბაიერნთან მოდუნება წუთითაც არ შეიძლება, ამას არ გაპატიებენ

პსჟ-ს თავარმა მწვრთნელმა კრისტოფ გალტიემ ლიგა 1-ში „ნანტთან“ გამარჯვების (4:2) შემდეგ პრესასთან „ბაიერნთან“ მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

„ცოტათი ვნერვიულობ, ისევ გავიმეორეთ სცენარი ლილთან მატჩიდან. თამაში მშვენიერად დავიწყეთ, გავიტანეთ და მერე რაღაც მოიშალა.

ცოტა შეშფოთებული ვარ, რადგან საშინაო შეხვედრაში ასე უპირატესობა უკვე მეორედ დავთმეთ და მეტოქეს შანსი მივეცით.

ბაიერნთან შეხვედრაში პსჟ-ს ერთი წუთით დასვენების უფლება არ ექნება. საჭირო იქნება მაქსიმალური კონცენტრაციით თამაში, გულით, სურვილით, დაჟინებით. არავითარი მოდუნება, რადგან ამ დონეზე ისინი ამას არ გაპატიებენ.

თუ ეს რამდენიმე მატჩში მოხდება, მაშინ კარგი. მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს დიდ შეხვედრებში“,

- განუცხადა გალტიემ Canal+-ს.

შეგახსენებთ, რომ პარიზელები მიუნხენში შესაძლოა ნეიმარისა და აჩრაფ ჰაკიმის გარეშე გაემგზავრონ. ჯერჯერობით ორივე მათგანის ბედი გაურკვეველი რჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარა და სხვები - სპალეტიმ შესაძლოა რამდენიმე ლიდერი დაასვენოს
კვარა და სხვები - სპალეტიმ შესაძლოა რამდენიმე ლიდერი დაასვენოს