შენგელიას 10, 5 და 5 - ვირტუს ბოლონია თურქეთში განადგურდა
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის, თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიამ“ ევროლიგაზე მძიმე მარცხი იწვნია. იტალიური კლუბი „ფენერბაჰჩეს“ შეხვდა და სტუმრად გამართულ შეხვედრაში, მეტოქის წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო.
მასპინძლები უპირატესობას პირველივე წუთიდან ფლობდნენ. „ფენერმა“ პირველი მეოთხედი 31:14 მოიგო, შესვენებაზე კი გამარჯვებულის ვინაობა პრაქტიკულად გარკვეული იყო - 58:29. საბოლოოდ, „ვირტუს ბოლონია“ სირცხვილს ვერ გადაურჩა და 72:104 წააგო.
SCONFITTA ❌
— Virtus Segafredo Bologna (@VirtusSegafredo) March 3, 2023
La Segafredo cade in casa del Fener che scava il solco nel primo tempo con un pesante parziale dall’arco
???? Belinelli 18, Shengelia 10, Mickey 10#AmoreInfinito #EveryGameMatters pic.twitter.com/gHtgS16xed
თორნიკე შენგელიას ცუდი მატჩი ნამდვილად არ ჰქონია. ქართველმა კალათბურთელმა შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და პარკეტზე 22 წუთი და 47 წამი გაატარა. ამ დროში, მისი მონაგარი 10 ქულა, 5 მოხსნა (1 შეტევაში), 5 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება იყო. შენგელიამ 9-დან 4 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო გამოიყენა.
ამრიგად, შენგელიას „ვირტუს ბოლონიას“ 12 მოგება და 14 წაგება აქვს. იტალიური კლუბი მე-12 პოზიციას იკავებს და „ბასკონიას“ 1 მოგებით ჩამორჩება. შენგელია და კომპანია ევროლიგაზე მომდევნო შეხვედრას საკუთარ კედლებში, „პარტიზანთან“ გამართავენ.