გოგა ბითაძე
Aa
Aa

ბითაძის მეორე მატჩი ორლანდო მეჯიქში - გოგამ მილუოკისთან ითამაშა

გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ სანდრო მამუკელაშვილის აწ უკვე ყოფილი კლუბის, „მილუოკი ბაქსის“ წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო. ფლორიდელები აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ ფავორიტს სტუმრად დაუპირისპირდნენ და 117:139 დამარცხდნენ.

გოგამ მატჩი სათადარიგოთა სკამზე დაიწყო და სათამაშო დრო მაშინ მიეცა, როცა გამარჯვებულის ვინაობა გარკვეული იყო. ბითაძემ პარკეტზე 4 წუთი და 33 წამი გაატარა და 3 ქულასა და 2 მოხსნას დასჯერდა. გოგამ ორქულიანი ჩააგდო ჯარიმით, რომელიც გამოიყენა და 1 მოხსნა მეტოქის ფარზე ჰქონდა.

„ორლანდოს“ რიგებში ყველაზე მეტი, 28 ქულა კოულ ენტონის ანგარიშზეა. მარკელ ფულცმა 21 ქულა და 7 მოხსნა გააკეთა, ხოლო ვენდელ კარტერ ჯუნიორის მონაგარი 19 ქულა და 10 მოხსნაა. „მილუოკის“ 31 ქულით, 7 მოხსნითა და 6 ასისტით იანის ანტეტოკოუნმპომ ულიდერა. ჯრუ ჰოლიდეის 23 ქულა და 9 პასი ჰქონდა, ბრუკ ლოპესმა და ჯო ინგლსმა კი 18 და 16 ქულა დააგროვეს.

ცნობისთვის, „მეჯიქს“ 26 მოგება და 37 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 გახლავთ. „ორლანდო“ პლეი ინის ტურნირში მოსახვედრ ზონას 3 მოგებით ჩამორჩება და პლეიოფის საგზურისთვის ბრძოლა გაუჭირდება. გოგას გუნდი მომდევნო შეხვედრას 4 მარტს, „შარლოტ ჰორნეთსის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაზე - დინამომ ჰანოვერს მოუგო
გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაზე - დინამომ ჰანოვერს მოუგო