WhoScored - ხვიჩა სერია ა-ს თვის სიმბოლურში მოხვდა
ხვიჩა კვარაცხელიამ თებერვალში, სერია ა-ში 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა. 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა. „ნაპოლიმ“ კი მაქსიმალური 12 ქულა დააგროვა.
როგორც წესი, ავტორიტეტული გამოცემა WhoScored ყოველი თვის დასრულების შემდეგ, საუკეთესო თერთმეტეულს ადგენს. გამონაკლისი, რა თქმა უნდა, არც თებერვალია.
ქართველი ტალანტი WhoScored-ის სერია ა-ს თებერვლის ტოპ 11-ში მოხვდა. მასთან ერთად ასევე მოხვდნენ სკორუპსკი, დი ლორენცო, მარტინესი, კიმ მინ-ჯე, გალო, ორსოლინი, დი მარია, რაბიო, ლეაო და ვიქტორ ოსიმენი.
???????? Serie A Team of the Month - February pic.twitter.com/ngb2eJtvEK
— WhoScored.com (@WhoScored) March 1, 2023