სანდრო მამუკელაშვილი, მილუოკი
Aa
Aa

ESPN: მილუოკიმ მამუკელაშვილი გაუშვა

ESPN-ის ჟურნალისტმა ადრიან ვოინაროვსკიმ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე არასასიამოვნო ინფორმაცია გაავრცელა. ვიგებთ, რომ „მილუოკი ბაქსმა“ სანდრო მამუკელაშვილი გუნდიდან გაუშვა. ქართველი კალათბურთელი ახლა კლუბის გარეშეა, თუმცა ადრიანის თქმით, „ბაქსი“ მას ახალი გუნდის მოძებნაში აუცილებლად დაეხმარება.

შეგახსენებთ, რომ მამუკელაშვილი „სეტონ ჰოლის“ უნივერსიტეტში თამაშობდა და ამის შემდეგ, დრაფტზე დადგა. „მილუოკიმ“ კი მასში დიდი პერსპექტივა დაინახა და გუნდში აიყვანა. გაშვების ერთ-ერთ მიზეზად სანდროს მცირე სათამაშო დრო სახელდება.

ასევე შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, „ინდიანამ“ გოგა ბითაძე გაუშვა, მაგრამ 23 წლის ქართველმა ახალი გუნდი მალე იპოვა და ახლა ის „ორლანდო მეჯიქის“ ღირსებას იცავს. ცნობისთვის, მამუკელაშვილმა „ბაქსის“ რიგებში 65 მატჩი ჩაატარა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ავიაკატასტროფის ამსახველი ფოტოები | ვანესა ბრაიანტი 29 მილიონს მიიღებს
ავიაკატასტროფის ამსახველი ფოტოები | ვანესა ბრაიანტი 29 მილიონს მიიღებს