თორნიკე შენგელია, ილიას ზუროსი
Aa
Aa

ზუროსი: ქართველები ამ მაისურისთვის ნამდვილად მოკვდებიან

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა ბერძნულ ვებ გვერდ allstarbasket-თან მის ქართულ წარმატებაზე ვრცლად ისაუბრა.

მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოპოვება და მატჩი ისლანდიასთან

„ამ წარმატების მასშტაბებს ვერ აღვწერ, რადგან ისტორიაში პირველად საქართველომ მსოფლიო ჩემპიონატზე გააღწია. კალათბურთელები ისლანდიასთან თამაშამდე ძალიან რთულ ფაზაში იყვნენ. პირველად ვნახე ყველა მათგანი ამდენად დაძაბულ მდგომარეობაში. ჩვენთან მატჩამდე ისლანდიამ ესპანეთის წინააღმდეგ ლიდერები დაასვენა. ამიტომ, ისინი ჩვენთან მეტად დასვენებულები ჩამოვიდნენ. ჩვენ კი გვყავდა შენგელია, რომელმაც ბოლო 4 დღეში 3 თამაში ჩაატარა. მან შეხვედრის შემდეგ თავად თქვა, რომ ეს ემოციურად მისთვის ყველაზე რთული თამაში იყო“.

შენგელიას შესახებ

„გასახდელში შეხვედრის შემდეგ, როცა სიტყვით გამოსვლა დავასრულე, შემდეგ შენგელია გამოვიდა, მან კაპიტნის რანგში სიტყვა აიღო და გუნდელებს უთხრა: „ამ გუნდს, ამ ბიჭებს არაფერში გავცვლიდი, არც NBA-ში, არც რაიმე პირად ტიტულზე, საერთოდ არაფერში“.

სხვა სიტყვებით, რომ გითხრათ, ის სიყვარული, რომელიც შენგელიას მისი ქვეყნისადმი და ეროვნული ნაკრებისადმი აქვს, რამდენად პატრიოტია ის, ამ ყველაფერს სიტყვებით ვერ აღვწერ. ყველა მოთამაშე ამავე გზაზეა, რადგან ქართველები ამ მაისურისთვის ნამდვილად მოკვდებიან“.

ქართველი ქომაგების შესახებ

„ატმოსფერო მართლაც საოცარი და შემაშინებელი იყო. ისლანდიასთან შეხვედრის ყველა ბილეთი ჯერ კიდევ ნიდერლანდებთან თამაშის წინა დღეს გაიყიდა. შეხვედრის შემდეგ გულშემატკივრები არ გვიშვებდნენ, ისინი სასტუმროშიც მოვიდნენ. ხალხს მათი ეროვნული ნაკრები ძალიან უყვარს, ეს ყოველთვის ასე იყო“.

საქართველოსადმი მისი დამოკიდებულების შესახებ

„სიმართლე ის არის, რომ საქართველო ჩემი მეორე სახლია. რადგან 7 წელია იქ ვარ. 2015 წელს, როცა კოკოშკოვი შევცვალე, თავიდანვე ძალიან კარგი ურთიერთობა და ქიმია ჩამოგვიყალიბდა. რასაც კარგი შედეგებიც მოჰყვა.

სიყვარული, რომელიც ორმხრივია ძალიან დიდია და ისინი ამას მაჩვენებენ. ასეთ რამეს სხვა ქვეყნების გუნდებში ვერ ნახავ. ხალხი ქუჩაში მაჩერებს და მადლობას მიხდის. ეს რაღაც სრულიად განსხვავებულია“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მაგიური ნომერი და ბიჭი, რომელზეც გრანდები ოცნებობენ - Daily Mail-ის მაგარი სტატია კვარაზე
მაგიური ნომერი და ბიჭი, რომელზეც გრანდები ოცნებობენ - Daily Mail-ის მაგარი სტატია კვარაზე