რომა, ჟოზე მოურინიო, კრემონეზე
Aa
Aa

10 000 ევრო და დისკვალიფიკაცია - მოურინიო დასაჯეს

სერია ა-ს გასულ ტურში სენსაციური ფაქტი დაფიქსირდა. მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, „კრემონეზემ“ იტალიის მთავარ ჩემპიონატში მატჩი მოიგო. ლუკა ლოჩოშვილის გუნდმა საკუთარ კედლებში „რომა“ 2:1 დაამარცხა.

მატჩის მიმდინარეობისას, მსაჯმა ჟოზე მოურინიო გააძევა მინდვრიდან და მოხსენებაში ჩაწერა, რომ პორტუგალიელი სპეციალისტი არასათანადოდ იქცეოდა და მისი საუბარი ყველანაირ ზღვარს გასცდა.

აქედან გამომდინარე, იტალიის საფეხბურთო კომიტეტმა იმსჯელა და „განსაკუთრებულ“ დასაჯა. ჟოზეს 10 000 ევროს გადახდა მოუწევს და ორ შეხვედრას გამოტოვებს. მოურინიო „ჯალოროსის“ „იუვენტუსის“ და „სასუოლოს“ წინააღმდეგ ვერ უხელმძღვანელებს.

ასევე გეტყვით, მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე პორტუგალიელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ მატჩის მეოთხე არბიტრს უჩივლებს. ჟოზე იმ საუბრის აუდიო ჩანაწერს ითხოვს, რომელიც მას და არბიტრს შორის შედგა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლეაო: “ინგლისი არ მიყვარს, იქ სულ ცუდი ამინდია“
ლეაო: “ინგლისი არ მიყვარს, იქ სულ ცუდი ამინდია“