ჰარი კეინი, კილიან მბაპე, ლიონელ მესი, რობერტ ლევანდოვსკი, რობერტ ლევანდოვსკი, მოჰამედ სალაჰი, ედინ ჯეკო, ვირჯილ ვან დეიკი, აშრაფ ჰაკიმი, პეპე, მარტინ ოდეგორი, იან ობლაკი, დავიდ ალაბა
Aa
Aa

სალაჰის უცნაური სამეული, მესის რჩეულები - ვინ ვის მისცა ხმა ფიფა The Best-ის გამოკითხვაში

გუშინ, პარიზში ფიფას The Best-ის დაჯილდოება გაიმართა და გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლინდნენ, წლის საუკეთესო ფეხბურთელი კი ლიონელ მესი გახდა. ცერემონიის დასრულების შემდეგ, ზემოთ ხსენებული ჯილდოს გამარჯვებულის გამოსავლენად ჩატარებული გამოკითხვის შედეგები გახდა ცნობილი და გაირკვა, ეროვნული ნაკრებების კაპიტნებმა ხმა ვის მისცეს.

შეგვიძლია, მესის არჩევანით დავიწყოთ. არგენტინის ნაკრების კაპიტანმა პირველ ადგილზე ნეიმარი დააყენა, მეორეზე - კილიან მბაპე, ხოლო მესამეზე - კარიმ ბენზემა. სერიოზული კრიტიკა მიიღო ავსტრიელმა დავიდ ალაბამ. „რეალის“ ფეხბურთელმა პირველი ადგილი ლიონელ მესის (მეორე - ბენზემა, მესამე - მბაპე) არგუნა, რის გამოც, „სამეფო კლუბის“ ქომაგებმა სოციალურ ქსელებში მიწასთან გაასწორეს და რასისტული შინაარსის შეურაცხყოფები მიაყენეს.

ალაბასგან განსხვავებული პოზიცია ჰქონდა მის თანაგუნდელს, ლუკა მოდრიჩს. ხორვატიის ნაკრების კაპიტანმა პირველ ადგილზე კარიმ ბენზემა გაიყვანა, მეორეზე - ლიონელ მესი, ხოლო მესამეზე - კილიან მბაპე. უცნაური სამეული შემოგვთავაზა ეგვიპტელმა მოჰამედ სალაჰმა. „ლივერპულის“ ლიდერის რჩეულთა შორის ვერც მესი მოხვდა, ვერც ბენზემა და ვერც მბაპე - 1) ვინისიუს ჟუნიორი, 2) კევინ დე ბრუინი, 3) აშრაფ ჰაკიმი.

ინგლისის ნაკრების კაპიტანმა, ჰარი კეინმა პირველი ადგილი ლიონელ მესის მიანიჭა და მის გარდა, სადიო მანე და კარიმ ბენზემა გამოარჩია. ფრანგმა უგო ლორისმა, პირველზე მბაპე გაიყვანა, მეორეზე - ბენზემა, ხოლო მესის მესამე ადგილი მიაკუთვნა, მანუელ ნოიერის სამეული ასეთი იყო - მესი, მბაპე, ლევანდოვსკი.

სხვა ვარსკვლავების რჩეულები

ვირჯილ ვან დეიკი - მესი, სალაჰი, დე ბრუინი

მარტინ ოდეგორი - მესი, ჰოლანდი, მბაპე

რობერტ ლევანდოვსკი - მესი, მბაპე, მოდრიჩი

კალიდუ კულიბალი - მანე, მბაპე, მესი

დუშან ტადიჩი - მესი, მბაპე, ბენზემა

იან ობლაკი - მესი, მბაპე, ბენზემა

მილან შკრინიარი - მესი მბაპე, ბენზემა

ედინ ჯეკო - მესი, მბაპე, ბენზემა

ტომას სოუჩეკი - მესი, მბაპე, ჰოლანდი

სიმონ კიაერი - მესი, მბაპე, ბენზემა

დომინიკ შობოშლაი - ჰოლანდი, ბენზემა, მბაპე

ლეონარდო ბონუჩი - მესი, ბენზემა, მბაპე

პეპე - მბაპე, მოდრიჩი, ბენზემა

სერხიო ბუსკეტსი - მესი, ლევანდოვსკი, ბენზემა

გრანიტ ჯაკა - მესი, მოდრიჩი, მბაპე

ჰაკან ჩალჰანოღლუ - მბაპე, ჰოლანდი, მესი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
FIFA Fair Play - ლუკა ლოჩოშვილი გამარჯვებულია
FIFA Fair Play - ლუკა ლოჩოშვილი გამარჯვებულია