ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ინტერი დამარცხდა - ნაპოლის უპირატესობა 18 ქულამდე გაიზარდა

სერია A-ს 24-ე ტური „ნაპოლისთვის“ იდეალური გამოდგა. ლუჩანო სპალეტის გუნდმა თავისი შეხვედრა „ემპოლის“ სტუმრად 2:0 მოუგო და მეტოქეების მატჩებს დაელოდა.

სპალეტის გუნდმა ოსიმენისა და ისმაილის (ავტოგოლი) გოლებით მოიგო.

ნეაპოლელთა მთავარი მდევარი მილანის „ინტერი“ გახლავთ, რომელმაც დღეს თავისი შეხვედრა მოულოდნელად „ბოლონიასთან“ 0:1 დათმო.

24 ტურის შემდეგ „ნაპოლის“ 65 ქულა აქვს, „ინტერს“ 47. სხვაობა ამ მომენტისთვის 18 ქულაა, რაც ძალიან ბევრია და პრაქტიკულად შეუძლებელია მეტოქემ მისი აღმოფხვრა შეძლოს.

რაც შეეხება სხვა კლუბებს, ოთხეულისთვის ბრძოლაში „მილანი“ და „რომა“ არიან ჩაბმული. თავიანთი მატჩების მოგების შემთხვევაში ორივე მათგანი „ინტერს“ წამოეწევა და 47-47 ქულას მოაგროვებს.

24-ე ტურს „ნაპოლი“ 3 მარტს, პარასკევს გამართავს და საკუთარ მოედანზე რომის „ლაციოს“ დაუპირისპირდება. შეხვედრა 23:45 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გადამწყვეტი ეპიზოდების შემოქმედი“ - იტალიური მედია ხვიჩაზე
„გადამწყვეტი ეპიზოდების შემოქმედი“ - იტალიური მედია ხვიჩაზე