გერმანიის ნაკრების მაგარი ინიციატივა - უკრაინასთან ამხანაგური მატჩის გამართვა სურთ
Aa
Aa

გერმანიის ნაკრების მაგარი ინიციატივა - უკრაინასთან ამხანაგური მატჩის გამართვა სურთ

გერმანიის საფეხბურთო ნაკრები უკრაინასთან ამხანაგური მატჩის გამართვას აპირებს. ეს ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ, უცხოურ პრესაში გავრცელდა და BILD-ი აღნიშნული ინიციატივის დეტალებზე წერს.

როგორც ირკვევა, გერმანიის საფეხბურთო კავშირს სურს, „ბუნდესმანშაფტის“ ისტორიაში მე-1000 შეხვედრაში, რომელიც სავარაუდოდ, ივნისში გაიმართება, გერმანელთა მეტოქე უკრაინა იყოს. დიდი ალბათობით, ამ მატჩს გელზენკირხენი უმასპინძლებს და მისი ჩატარების თარიღი 16, 17, 18, 19 ან 20 ივნისი იქნება.

გერმანელების მიზანია, ამ ჟესტით უკრაინისადმი თანადგომა გამოხატონ. BILD-ის ინფორმაციით, გერმანიის საფეხბურთო კავშირის წარმომადგენლებს სურთ, მატჩს უკრაინიდან დევნილი ადამიანები დაესწრონ, ხოლო შეხვედრიდან შემოსული თანხა ომისგან დაზარალებულების დასახმარებლად გადაირიცხოს.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა ზუსტად ერთი წლის წინ, 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქართული ფინალი და მორიგი 2 ოქროს მედალი ეგვიპტიდან
ქართული ფინალი და მორიგი 2 ოქროს მედალი ეგვიპტიდან