ნაპოლის ექს-თავდამსხმელი: „კვარა და ოსიმენი ფენომენალური მოთამაშეები არიან“
„ნაპოლისა“ და „ემპოლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ფრანჩესკო ბაიანომ „პარტენოპეის“ შემტევებზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე და ვიქტორ ოსიმენზე ისაუბრა. ბაიანო ნეაპოლელთა მომდევნო შეხვედრას შეეხო, რომელიც „ემპოლისთანაა“ ჩანიშნული და განაცხადა, რომ ლუჩანო სპალეტის გუნდი სასურველ შედეგს დააფიქსირებს.
„კვარაცხელიამ და ოსიმენმა აძურის გოლების 50 პროცენტი მიითვალეს? ეს საერთოდ არ მაკვირვებს, რადგან ფოჯაში ყოფნისას, რამბაუდისა და სინიორის ანგარიშზე გოლების 50-60 პროცენტი იყო. ფოჯაში ბევრი გოლი გავიტანეთ, რადგან გუნდი ჩვენზე იყო ორიენტირებული და ჩვენზე მუშაობდა. ჩემი აზრით, ნაპოლიც იმავეს აკეთებს და ოსიმენისა და კვარაცხელიას სახით, ორი ფენომენალური ფეხბურთელი ჰყავს, რომლებიც განსხვავებას ქმნიან.
სპალეტის ნაპოლი უნაკლო გუნდია და მისი მიზანი ჩემპიონატის მოგებაა. ევროტურნირებს რაც შეეხება, აშკარაა, რომ გუნდს გამოცდილება აკლია. პარტენოპეი მომდევნო შეხვედრას ემპოლისთან გამართავს და შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ლურჯების სტადიონი ნაპოლისთვის დაწყევლილია. მიუხედავად ამისა, მგონია, რომ ამ ნაპოლის, ლურჯებიც ვერ გადაურჩებიან. ემპოლი ძლიერი და სახიფათო გუნდია, მაგრამ სასურველი შედეგის დაფიქსირება გაუჭირდება“.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ 62 ქულა აქვს და „ინტერს“ 15 ქულით უსწრებს. „პარტენოპეისა“ და „ემპოლის“ დაპირისპირება 25 თებერვალს, თბილისის დროით 21:00-ზე დაიწყება.