მალკომი და კლაუდინიო რუსეთის მოქალაქეები გახდნენ
Aa
Aa

მალკომი და კლაუდინიო რუსეთის მოქალაქეები გახდნენ

„ზენიტის“ ბრაზილიელი ფეხბურთელები, მალკომი და კლაუდინიო რუსეთის მოქალაქეები გახდნენ. ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, 38 ადამიანს რუსეთის მოქალაქეობა მიენიჭა და მათ შორის მალკომი და კლაუდინიოც არიან.

„საფეხბურთო კლუბი ზენიტი მალკომსა და კლაუდინიოს ახალ სტატუსს ულოცავს. ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობის მიღება დიდი პრივილეგიაა. გისურვებთ წარმატებასა და ახალ გამარჯვებებს თეთრ-ლურჯ-ცისფერ კლუბთან ერთად“, - ნათქვამია „ზენიტის“ ოფიციალურ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მალკომი „ბარსელონას“ ყოფილი ფეხბურთელია, რომელიც „ზენიტს“ 2019 წელს შეუერთდა. მანამდე იგი „კორინთიანსისა“ და „ბორდოს“ ღირსებას იცავდა. რაც შეეხება კლაუდინიოს, ეს უკანასკნელი რუსულ კლუბში 2021 წელს გადავიდა. საინტერესოა, რომ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მათ ბრაზილიის ნაკრებში იასპარეზეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ემპოლი კარგი გუნდია, რთული მატჩი გველოდება“ - რა თქვა ლუჩანო სპალეტიმ
„ემპოლი კარგი გუნდია, რთული მატჩი გველოდება“ - რა თქვა ლუჩანო სპალეტიმ