სარეიტინგო ტურნირი - ლაშა გობაძემ ოქროს მედალი მოიპოვა
Aa
Aa

სარეიტინგო ტურნირი - ლაშა გობაძემ ოქროს მედალი მოიპოვა

ეგვიპტის ქალაქ ალექსანდრიაში 2023 წლის სეზონის მეორე საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირი მიმდინარეობს და დღევანდელი დღე ქართველი მოჭიდავეებისთვის წარმატებული გამოდგა. მედლებისთვის 8 ფალავანმა იბრძოლა და მხოლოდ 1 ოქროს მედალი მოვიპოვეთ.

ნუგზარ წურწუმიას ბრინჯაოს მედლის დასაკუთრების შანსი ჰქონდა, მაგრამ ისხარ კურბაიევთან 3:7 წააგო. მიზანს ვერც ლერი აბულაძემ მიაღწია. ეს უკანასკნელი ფინალს 0:5-ს აგებდა, რის შემდეგაც წინ გაიჭრა და 7:5 დაწინაურდა, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და 7:8 წააგო.

აბულაძის მსგავსად, ფინალური შეხვედრა დათმო ჯონი ხეცურიანმა. ქართველი ფალავანი მერეი ბეკენოვის წინააღმდეგ ვერაფერს გახდა და დრამატული შეხვედრა 3:3 დასრულდა, თუმცა ყაზახ მოჭიდავეს ბოლო ქულა ჰქონდა აღებული და ამის ხარჯზე იმარჯვა. საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი ლაშა გობაძემ მოუტანა. ამ უკანასკნელმა ალი ჯენგიზი 10:1 გაანადგურა და ტურნირის გამარჯვებული გახდა. ამავე წონაში, გურამ ხეცურიანმა ბრინჯაოს მედალი აიღო.

97 კილოგრამ წონით კატეგორიაში, გიორგი მელიამ ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა არტურ ომაროვთა 4:9 წააგო, ხოლო რობერტ კობლიაშვილმა ფინალურ შეხვედრაში მონაწილეობის მიღება ტრავმის გამო იუარა. საქართველოს ნაკრებმა დღე ბრინჯაოს მედლით დაასრულა, რომელიც ზვიად პატარიძემ აიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები