ფლორენტინო პერესი, ხავიერ ტებასი, ჟოან ლაპორტა
Aa
Aa

სამსაჯო სკანდალი: რეალი ბარსას წინააღმდეგ არ წავიდა - სხვებმა ხელი მოაწერეს

„ბარსელონას“ ირგვლივ სამსაჯო სკანდალის შესახებ ესპანური პრესა საუბარს არ წყვეტს. ლა ლიგის სხვა კლუბები საქმის გამოძიების მომხრენი არიან და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში „ბლაუგრანას“ დასჯასაც ითხოვენ, თუმცა დუმს მადრიდის „რეალი“ და კატალონიელთა წინააღმდეგ არანაირი ქმედების განხორციელებას არ აპირებს. არც კომენტარს აკეთებენ.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ბარსელონამ“ ხოსე მარია ენრიკეს ნეგრეირას, რომელიც ესპანეთის სამეფო ფეხბურთის ფედერაციის მსაჯთა კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა, თანხა გადაუხადა. კლუბში განმარტეს, რომ ჩინოვნიკს ფული გადაუხადეს ახალგაზრდა ფეხბურთელებისა და მსაჯების შესახებ მოხსენებებისთვის. საერთო ჯამში, ნეგრეირამ 2001 წლიდან კატალონიელებისგან 6 659 488 ევრო მიიღო.

ლა ლიგის და სეგუნდას ყველა კლუბი, გარდა მადრიდის „რეალისა“, „ბარსელონას“ ქმედებებს საჯაროდ გმობენ.

„კლუბმა სამი მიზეზი დამისახელა და ყველა ძალიან გონივრულია. მადრიდის რეალი 20 წლის განმავლობაში გმობდა და აკრიტიკებდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში კლუბს ამ კრიტიკაში მხარი არავინ დაუჭირა.

როგორ მოაწერს ხელს რეალი განცხადებას, რომელშიც ნათქვამია, რომ „აღმასრულებელი საბჭო მტკიცედ უჭერს მხარს ლა ლიგის ქმედებებს, წლების განმავლობაში ჩატარებული სამუშაოს გათვალისწინებით შეჯიბრის იდენტურობის შესანარჩუნებლად"? - რა არის ეს, ხუმრობაა?

გარდა ამისა, მადრიდის რეალს არ სურს, რომ პასუხისმგებელმა პირებმა ეს განცხადება თავდაცვისთვის გამოიყენონ“,

- განუცხადა La Sexta-ს ჟურნალისტმა ანტონიო გარსია ფერერასმა El Chiringuito-ს, კლუბის წყაროებზე დაყრდნობით.

ესპანურ პრესაში რამდენიმე თვის წინ დაიწერა, რომ ლა ლიგის პრეზიდენტს ხავიერ ტებასს, „ბარსელონას“ პრეზიდენტთან ჟოან ლაპორტასთან პირადი უთანხმოება აქვს და ყველაფერს აკეთებს საიმისოდ, რომ მას პოსტი დაატოვებინოს. საბოლოოდ, საქმე იქამდე მივიდა, რომ ამ ამბის ძიების პროცესში ტებასმა ლაპორტას მკაფიო პასუხების გაცემა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადა, რომ ის უნდა გადადგეს.

თავად ლაპორტას პოზიცია ურყევია - კლუბი ბრალს არ აღიარებს და ტებასისთვის საკადრისი პასუხის გაცემას გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ „ბარსა“-„რეალისა“ და ლა ლიგის პრეზიდენტს შორის უთანხმოებები სუპერ ლიგის პროექტის შემდეგ დაიწყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კაცი, რომელიც მთელი ცხოვრება არსენალს ქომაგობდა, ჩელსის მაისურში დაკრძალეს
კაცი, რომელიც მთელი ცხოვრება არსენალს ქომაგობდა, ჩელსის მაისურში დაკრძალეს