ბარსელონა, მანჩესტერ იუნაიტედი, ერიკ ტენ ჰაგი
Aa
Aa

“არ ვიცი რას იზამს ჩავი“ - ტენ ჰაგი ბარსელონასთან მატჩის წინ

ევროპის ლიგის 1/16 ფინალში „მანჩესტერ იუნაიტედი“ „ბარსელონას“ უმასპინძლებს. მატჩის წინ, „წითელი ეშმაკების“ მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ტენ ჰაგი:

„ჯერ კიდევ ბევრი რამეა გასარკვევი. მარსიალი არ გვეყოლება. იმედი მაქვს ანტონი და მაგუაერი თამაშს შეძლებენ. პირველი მატჩისგან განსხვავებულ ფეხბურთს ვითამაშებთ და თქვენ ამას სტადიონზე იხილავთ. გარკვეული იდეები გვაქვს. რა თქმა უნდა, ყველას გვსურს, რომ დიდ მატჩებში მივიღოთ მონაწილეობა.

ვფიქრობ, პირველი მატჩი ძალიან კარგი იყო. ერთმანეთს ორი შემტევი გუნდი დაუპირისპირდება და გულშემატკივრებმა სანახაობრივი თამაში იხილეს. ჩვენი დონე კარგი იყო და კარგ შედეგსაც მივაღწიეთ. არსებობს წესები, რომლებიც ყველამ უნდა დაიცვას.

ფერგიუსონთან ერთად ვივახშმე. ზოგადად მიყვარს ისეთ ადამიანებთან საუბარი, რომლებსაც დიდი გამოცდილება აქვთ. „მანჩესტერ იუნაიტედი“ მისი კლუბია და სურს, რომ კარგად ვითამაშოთ. არ ვიცი რას იზამს ჩავი. გავი და პედრი დიდებული ფეხბურთელები არიან, მაგრამ „ბარსელონას“ მათი შემცვლელები ჰყავს. თუ გამარჯვება გვსურს, საუკეთესოდ უნდა ვითამაშოთ.“

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი დაპირისპირება ფრედ 2:2 დასრულდა. მომავალი მატჩი კი 23 თებერვლით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები