ლივერპული, მადრიდის რეალი
Aa
Aa

რეკორდები და ანტი-რეკორდები რეალისა და ლივერპულის მატჩიდან

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მადრიდის „რეალმა“ სტუმრად „ლივერპული“ 5:2 დაამარცხა და მეოთხედფინალისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგა.

მატჩის მიმდინარეობისას საკმაოდ საინტერესო ფაქტები დაფიქსირდა, რომელსაც გამოცემა OPTA გვთავაზობს.

მადრიდული გრანდი გახდა პირველი გუნდი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მატჩში 5 გოლი 10 დარტყმის შედეგად გაიტანა.

„ლივერპული“ გახდა პირველი გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე, რომელიც 2:0-ს იგებდა და მატჩი სამი ბურთის სხვაობით წააგო.

„ლივერპულმა“ ევროპულ ასპარეზზე საკუთარ კედლებში 4 და მეტი ბურთი ისტორიაში პირველად გაუშვა.

მოჰამედ სალაჰი გახდა პირველი ინგლისურ კლუბში მოთამაშე ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე სხვადასხვა 8 მატჩში გოლიც გაიტანა და საგოლე გადაცემაც შეასრულა.

ვინისიუს ჯუნიორი გახდა მეორე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ევროპულ ასპარეზზე „ლივერპულს“ „ენფილდზე“ ორი გოლი გაუტანა. ბრაზილიელმა შემტევმა ეს 22 წლის და 224 დღის ასაკში მოახერხა. რეკორდი კი იოჰან კრუიფს ეკუთვნის, რომელმაც „აიაქსის“ შემადგენლობაში ეს 19 წლის და 233 დღის ასაკში გააკეთა.

სტეფან ბაცეტიჩი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე „ლივერპულის“ შემადგენლობაში ითამაშა.(18 წლის და 122 დღის).

შეგახსენებთ, რომ „რეალისა“ და „ლივერპულის“ განმეორებითი დაპირისპირება 15 მარტით თარიღდება და თბილისის დროით 23:55-დან დაიწყება.

მატჩის ვიდეო მიმოხილვა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ყველა მეტოქეზე ერთი თავით მაღლა დგას“ - ანრიმ და კარაგერმა კვარაზე ისაუბრეს
„ყველა მეტოქეზე ერთი თავით მაღლა დგას“ - ანრიმ და კარაგერმა კვარაზე ისაუბრეს