ხვიჩა კვარაცხელია, კრისტიანო ჯუნტოლი
Aa
Aa

კრისტიანო ჯუნტოლი: „კვარა არ იყიდება, მის შენარჩუნებას ვაპირებთ“

„ნაპოლის“ სპორტულმა დირექტორმა, კრისტიანო ჯუნტოლიმ „აინტრახტთან“ გამართულ შეხვედრამდე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. ჯუნტოლიმ ინტერვიუ Sportmediaset-ს მისცა და შეკითხვას თუ რა ღირს „კვარა“ ამ წუთისთვის, ასე უპასუხა:

„არ მინდა, იმედი გაგიცრუოთ. სატრანსფერო ფანჯარა ჯერ არ გახსნილა და რიცხვებზე საუბარი არ მომწონს. ამჟამინდელი ვითარება ისეთია, რომ ხვიჩა არ იყიდება და არც ის ვიცი, მისი ფასი რა შეიძლება იყოს. ყველაფერს დრო გვიჩვენებს და ვნახავთ, მომავალში რას გააკეთებს. ხვიჩა შესანიშნავი ფეხბურთელია. ჩვენ მის შენარჩუნებას ვაპირებთ და ვნახავთ, მომავალი რას გადაწყვეტს“.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეებში, „კვარა“ ევროპული ფეხბურთის რამდენიმე გრანდს დაუკავშირეს. ბრიტანულ პრესაში დაიწერა, რომ მისით „ნიუკასლი“ და „მანჩესტერ სიტი“ ინტერესდებოდნენ, ხოლო ესპანურმა გამოცემებმა „რეალისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ ვარიანტები გააჟღერეს.

ცნობისთვის, „ნაპოლიმ“ „აინტრახტი“ 2:0 დაამარცხა და ხვიჩას ანგარიშზე შედეგიანი გადაცემაა. ქართველ ფეხბურთელს გოლის გატანაც შეეძლო, მაგრამ თერთმეტმეტრიანი გააფუჭა. გერმანულ კლუბთან გაფორმებული ასისტის შემდეგ, „კვარა“ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც მონაწილეობა 5-ზე მეტ გოლში მიიღო. მიმდინარე სეზონში მან 6 თამაშში 2 გოლი შეაგდო და 4 საგოლე პასი შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
სპალეტი: „ჩვენი უდიდესი მტერი იქნება ფიქრი, რომ უკვე შემდეგ ეტაპზე ვართ“
სპალეტი: „ჩვენი უდიდესი მტერი იქნება ფიქრი, რომ უკვე შემდეგ ეტაპზე ვართ“