ხვიჩა კვარაცხელია, აურელიო დე ლაურენტისი
Aa
Aa

დე ლაურენტისი კვარაზე: „როცა 18 წლის იყო, მასში 30 მილიონს ითხოვდნენ“

ხვალ, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის პირველ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ სტუმრად „აინტრხატს“ დაუპირისპირდება.

შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, ლუჩანო სპალეტის მატჩისწინა პრესკონფერენცია უნდა გაემართა, თუმცა ჟურნალისტებთან შეხვედრა ერთი საათით, ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული პრობლემის გამო გადაიდო.

სპალეტის მაგივრად, მედიის წარმომადგენლებთან მოულოდნელად „ნაპოლის“ პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი და კრისტიანო ჯუნტოლი გამოჩნდნენ. დე ლაურენტისმა ჟურნალისტების რამდენიმე კითხვასაც უპასუხა, მათ შორის კვარაზეც.

რა თქვა ჯუნტოლიმ:

ის სამი წლის წინ შევამჩნიეთ, როდესაც 18 წლის იყო. მაგრამ მაშინ კოვიდის გამო 200 მილიონი დავკარგეთ, მასში კი 30 მილიონ ევროს ითხოვდნენ. საბოლოოდ, ის 10 მილიონ ევროდ მოვიყვანეთ. ეს საიდუმლო ნამდვილად არაა.

ვფიქრობ, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგება ბევრად მნიშვნელოვანია, რადგან ეს მოვლენა გუნდს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ისეთ იმიჯს მისცემს, როგორიც უკვე ქალაქს აქვს.

რა არის „ნაპოლის“ ასეთი თამაშის საიდუმლო? გართობა. ფეხბურთელები ყველა თამაშზე ერთობიან და სიამოვნებას იღებენ. საბედნიეროდ, გვყავს მწვრთნელი, რომელმაც თავის საქმე ძალიან კარგად იცის. თუ გახსოვთ, გასული წლის მაისში, ერთ-ერთ კონფერენციაზე ვთქვი, რომ „ნაპოლი“ ჩემპიონობისთვის იბრძოლებდა.

შეგახსენებთ 23 ტურის შემდეგ, „ნაპოლი“ იტალიის სერია A-ს სატურნირო ცხრილში 62 ქულით პირველ ადგილს იკავებს და უახლოეს მდევარ „ინტერს“ 15 ქულით უსწრებს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „ამაში პირველები არიან...“ - სკალონიმ ნაპოლიზე ისაუბრა
    „ამაში პირველები არიან...“ - სკალონიმ ნაპოლიზე ისაუბრა