ქომაგებმა ვინისიუსს აგინეს, ვინიმ მსაჯს აგინა - სკანდალური მატჩი ლა ლიგაში
Aa
Aa

ქომაგებმა ვინისიუსს აგინეს, ვინიმ მსაჯს აგინა - სკანდალური მატჩი ლა ლიგაში

ლა ლიგის 22-ე ტურში მადრიდის „რეალმა“ პამპლონაში „ოსასუნას“ 2:0 მოუგო. შეხვედრა დაძაბული გამოდგა, თუმცა გარდა საფეხბურთო დაძაბულობისა, იყო არასპორტული ინციდენტებიც.

33-ე წუთზე, „ოსასუნას“ ნახევარმცველმა მოი გომესმა ვინისიუსის წინააღმდეგ უხეშად ითამაშა, ფლანგზე ბრაზილიელს უხეში ვარდნა გაუკეთა, მაგრამ მსაჯმა ხოსე მუნუერა მონტერომ ამ ეპიზოდზე რეაგირება არ მოახდინა.

მსაჯის გადაწყვეტილებამ ბრაზილიელი აღაშფოთა და მისი მისამართით დაიყვირა:

„წადი საკუთარი თავი იხ**რე! ღორისშვიო!“

აღსანიშნავია, რომ არბიტრმა ვინისიუსი გინების გამო არ დასაჯა.

მატჩის წინ წუთიერი დუმილის დროს ვინისიუსს „ოსასუნას“ ერთ-ერთმა გულშემატკივარმა შეურაცხყოფა მიაყენა და მას „მეძავის შვილი" უწოდა.

ვინისიუსის მისამართით არსებულ შეურაცხყოფაზე კომენტარი ტიბო კურტუამ გააკეთა:

„მას მეძავის შვილი უწოდეს, როცა წუთიერი დუმილი იყო. შემდეგ უმღეროდნენ - „ვინისიუს მოკვდი“ - ტრიბუნებიდან მას მშობლები და ბავშვები შუა თითს უჩვენებდნენ.

ამ სტადიონზე თამაში სასიამოვნოა, მაგრამ რაც მოხდა ეს ყველაფერი სისულელეა“. - განაცხადა კურტუამ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მეტოქეს ათვინიერებენ, როგორც ცირკში ლომებს“ - მოჯიმ ნაპოლიზე ისაუბრა
„მეტოქეს ათვინიერებენ, როგორც ცირკში ლომებს“ - მოჯიმ ნაპოლიზე ისაუბრა