ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„10 მილიონად იყიდეს და ახლა 150 ღირს“ - As-ი რეალზე და კვარაზე წერს

ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ ევროპული კლუბების მხრიდან ინტერესი ყოველდღიურად იზრდება. „კვარას“ თამაშიდან გამომდინარე მოსალოდნელია, რომ ზაფხულში მის შესაძენად რამდენიმე გრანდი ერთდროულად იბრძოლებს.

უამრავი ევროპული გამოცემა ქართველი შემტევის ტრანსფერზე უკვე კარგა ხანია წერს. ამჯერად, ცნობილი ესპანური ვებ გვერდი As-ი ამტკიცებს, რომ ხვიჩა მადრიდის „რეალის“ სამიზნედ რჩება.

წყარო წერს, რომ „ნაპოლის“ პრეზიდენტს დე ლაურენტისს კვარაცხელიას გაყიდვის შესახებ არაფრის გაგონება არ სურს. თუ ნეაპოლელები რომელიმე ვარსკვლავს შეელევიან, ეს პირველ რიგში ვიქტორ ოსიმენი იქნება. წერს As-ი.

10 მილიონად შეძენილ კვარაცხელიას იტალიელები 150 მილიონ ევროდ აფასებენ. მის მიმართ ინტერესს „რეალის“ გარდა პრემიერ ლიგის კლუბებიც იჩენენ.

ესპანური გამოცემა წერს, რომ მიუხედავად დიდი ინტერესისა, 2023 წლის ზაფხულში კვარაცხელიას შეძენა ურთულესი საქმე იქნება. ნეაპოლელები მის სანაცვლოდ შეთავაზებების მოსმენას უბრალოდ არ აპირებენ.

„ნაპოლი“ „კვარადონასთან“ ხელშეკრულების კიდევ 2 წლით გაგრძელებას გეგმავს.

„22 წლის ასაკში „კვარადონას“ ჯერ კიდევ მთელი კარიერა წინ აქვს და ახალი გამოცდილებისთვის დრო დარჩება. თუ, ყველაფერი ასე გაგრძელდა, მალე მისი სახელი ნეაპოლის კედლებზე მარადიულად დარჩება...“

- წერს მადრიდული As-ი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარაცხელია არის ის, თუ რატომაც ვუყურებთ ფეხბურთს“ - უცხოელი ქომაგები ხვიჩაზე
„კვარაცხელია არის ის, თუ რატომაც ვუყურებთ ფეხბურთს“ - უცხოელი ქომაგები ხვიჩაზე