მოგება ბოლო წამებზე - შერმადინი ესპანეთის თასის ფინალშია
ესპანეთის თასის ნახევარფინალურ შეხვედრაში „ტენერიფემ“ „ხუვენტუდ ბადალონას“ დაძაბულ ბრძოლაში 73:72 მოუგო და ფინალში ითამაშებს.
ტრადიციულად სასტარტოში იყო „ტენერიფეს“ ქართველი ცენტრი გიორგი შერმადინი, რომელმაც 33:04 წუთი ითამაშა. მისი მონაგარი 12 ქულა, 6 მოხსნა და 2 პასი იყო. შერმადინმა 6-დან 3 ორქულიანი ჩააგდო და 9-დან 6 საჯარიმო გამოიყენა.
შეხვედრა დაძაბული გამოდგა და „ტენერიფემ“ მოგება წამებით ადრე შეძლო. 20 წამით ადრე ბურთი მოხსნეს და ზუსტი ორქულიანი ესროლეს, რამაც გამარჯვებულის ბედი გადაწყვიტა. დარჩენილ რამდენიმე წამში შერმადინის გუნდს თავდაცვა არ გასჭირვებია.
????????????????????????
— #CopaACB (@ACBCOM) February 18, 2023
Y antes del TAPONAZO...
¡La ???????????????????????? ???????? ???????????????????????????? ???????? ???????????????????? ???????????????? que ponía por delante a @CB1939Canarias y terminaba dándole el partido a los aurinegros!
???? @vamos | #ListosParaRomperla#CopaACB pic.twitter.com/eTEQaaQ1sr
ფინალურ შეხვედრაში „ტენერიფეს“ „უნიკახას“ დამარცხება დასჭირდება, რომელმაც ნახევარფინალში მადრიდის „რეალი“ დაამარცხა.
ფინალური მატჩი 19 თებერვალს 22:00 საათზე გაიმართება.